ახალი ამბები

„თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში” საქართველოს ბანკის დაფინანსებით ახალი ნეიროქირურგიული ცენტრი გაიხსნა

27 ნოემბერი, 2014 • 1127
„თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში” საქართველოს ბანკის დაფინანსებით  ახალი ნეიროქირურგიული ცენტრი გაიხსნა

აღნიშნული ცენტრი საქართველოს ბანკმა დააფინანსა. საქართველოს ბანკი ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად უჭერს მხარს ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების კუთხით და მომავალშიც განაგრძობს დაკრედიტებას, ეკონომიკურად გამართლებული პროექტების მხარდასაჭერად.

 

ნეიროქირურგიული ცენტრი გათვლილია 42 საწოლზე და აღჭურვილია ახალი Тоshiba-ს წარმოების 16-შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფით, ასევე, GE-ს წარმოების ოპტიკური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფით, რისი მეშვეობითაც შესაძლებელია ჩატარდეს პაციენტების ყველა სახის თანამედროვე ნევროლოგიური დიაგნოსტიკა.

 

პირველად მთელ ამიერკავკასიაში, ცენტრმა შეიძინა და დანერგა Medtronics-ს წარმოების ნეირომონიტორინგის სისტემა. რისი მეშვეობითაც კლინიკას შესაძლებლობა მიეცა აწარმოოს ინტრაოპერაციული მონიტორინგი, რათა თავიდან იქნეს აცილებული გარკვეული სტრუქტურების ინტრაოპერაციული  დაზიანება და შევამციროთ ინვალიდიზაციის ხარისხი.

 

აგრეთვე აღსანიშნავია ცენტრის უნიკალური ნეირორეანიმაციული მკურნალობა, სადაც თითოეული რეანიმაციული პაციენტისთვის განკუთვნილია ბოქსირებული პალატა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს შიდაჰოსპიტალური ინფექციის განვითარების საშიშროებას, რისი რისკიც ძალიან დიდია ნევროლოგიური ავადმყოფების შემთხვევაში.

 

“ჩვენთან დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიები და აპარატურა ყველა იმ შესაძლებლობას იძლევა, რომ პაციენტმა მიიღოს სრულყოფილი ნეიროქირურგიული მომსახურება და ოპერაციამ და ოპერაციის შემდგომმა მკურნალობამ ჩაიაროს ზედმეტი გართულებების გარეშე“, – აღნიშნა ცენტრის ხელმძღვანელმა ბატონმა სანდრო თევდორაძემ.

საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი

მასალების გადაბეჭდვის წესი