ახალი ამბები

სასამართლომ ხულოს გამგებელი 800 ლარით დააჯარიმა

27 ნოემბერი, 2014 • • 1254
სასამართლომ ხულოს გამგებელი 800 ლარით დააჯარიმა

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ერთ–ერთი საქმის შესწავლისთვის საჭირო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, წერილობით მიმართა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს ბესიკ ბაუჩაძეს.

 

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, „მასალა, საბუთი, სხვა ინფორმაცია და ახსნა-განმარტება საქართველოს სახალხო დამცველს უნდა გადაეცეს მოთხოვნის მიღებისთანავე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მასალა, საბუთი და სხვა ინფორმაცია მოთხოვნილია წერილობითი მიმართვის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში, საბუთი და სხვა ინფორმაცია საქართველოს სახალხო დამცველს უნდა გადაეცეს 10 დღის ვადაში.“

 

“ბესიკ ბაუჩაძემ არ შეასრულა სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნა და საქმის შესწავლისათვის საჭირო ინფორმაცია სახალხო დამცველს კანონით დადგენილ ვადაში არ მიაწოდა,  რაც ისჯება კანონით და იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

 

საქართველოს სახალხო დამცველმა კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის  გამო ბესიკ ბაუჩაძის ადმინისტარციულ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით მიმართა ხულოს რაიონულ  სასამართლოს.  

 

რამდენიმე დღის წინ ანალოგიური სახის სამართალდარღვევის გამო და სახალხო დამცველის სარჩელის ნიადაგზე სასამართლომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე და იმავდროულად ეკონომიკის მინიტრის მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი დააჯარიმა 800 ლარით

მასალების გადაბეჭდვის წესი