ახალი ამბები

საერთაშორისო გამოცემა Global Finance -მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში ყველაზე დაცულ ბანკად დაასახელა

27 ნოემბერი, 2014 • 1140
საერთაშორისო გამოცემა Global Finance -მა საქართველოს ბანკი  ქვეყანაში ყველაზე დაცულ ბანკად დაასახელა

 Global Finance –მა ყველაზე დაცული ბანკები მსოფლიოს მასშტაბით 100 –ზე მეტ ქვეყანაში გამოავლინა.  

 

ყველაზე დაცული ბანკები გამოვლინდენ  გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგების შეფასების მიხედვით, როგორიცაა Moody’s, Standard & Poor და Fitch Ratings, ასევე, ბანკების მთლიანი აქტივების მიხედვით. Global Finance –ის გამომცემლის, ჯოზეფ გარაპუტოს თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებს ჰქონდეთ ნათელი წარმოდგენა, თუ რამდენად ძლიერი და სტაბილურია მათი პარტნიორი ბანკი.

 

ყოველთვიური საერთაშორისო გამოცემა Global Finance დაარსდა 1987 წელს და მას აუდიტორია ჰყავს  163 ქვეყანაში.

საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი

მასალების გადაბეჭდვის წესი