ახალი ამბები

სააკაშვილი: პროკურატურაში საქმე აღძრულია ოსი მოსახლეობის გენოციდის მუხლით

25 ნოემბერი, 2014 • • 1528
სააკაშვილი: პროკურატურაში საქმე აღძრულია ოსი მოსახლეობის გენოციდის მუხლით

“გუშინ დაიბარეს ჩემი ყოფილი პირადი ოპერატორი ტომაზო შავშიშვილი. ეუბნებოდნენ, რომ 2008 წლის 8 აგვისტოს ჩატარდა უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელიც ვითომ ამან გადაიღო, სადაც ჩვენ ვლაპარაკობდით, თუ როგორ უნდა გავწყვიტოთ ოსები, და საქმე აღძრულია ოსი მოსახლეობის გენოციდის მუხლით. ეს არის ის პერიოდი, როცა გიორგი ანწუხელიძე და ჩვენი ათასობით გმირი იბრძვის, როცა 14-მდე რუსული თვითმფრინავი ჩამოვაგდეთ, რომ მე-4 ბრიგადამ გენერალი ხრულოვი დაჭრა და უკუაქცია სატანკო შემოტევის პირველი ნაკადი. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სინქრონულად გამოაცხადა გუშინ, რომ ჩემზე საქმეს ისინიც აღძრავენ გენოციდის მუხლით”, -ამბობს სააკაშვილი და პროკურატურის ქმედებას ღალატად აფასებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი