ახალი ამბები

შსს–მ ლიკანისა და ბორჯომის ფალსიფიკაციის ბრალდებით სამი საწარმო დალუქა

23 ნოემბერი, 2014 • • 1388
შსს–მ ლიკანისა და ბორჯომის ფალსიფიკაციის ბრალდებით სამი საწარმო დალუქა

გამოძიების ინფორმაციით, საწარმოებში ფალსიფიცირებულ მინერალურ წყალს – „ბორჯომსა“ და „ლიკანს“ აწარმოებდნენ.

სამართალდამცველების ცნობით, საწარმოებიდან სარეალიზაციოდ გამზადებული 4650 ბოთლი ფალსიფიცირებული მინერალური წყალი, ასევე, 1423 ბოთლის საცობი, 550 ბორჯომის ეტიკეტიანი ცელოფანი, 3 ცალი 200-ლიტრიანი პლასტმასის ავზი მინერალური წყლით, მინერალური წყლის ჩამოსასხმელი 4 დანადგარი, 1 ჟანგბადის ბალონი, გაზიანი წყლის დასამზადებელი სპეციალური აპარატი, 3 დამხმარე ხელსაწყო და პოლიეთილენის შესაფუთი კუსტარული დანადგარი ამოიღეს.

 

გამოძიება ფალსიფიკაციის და ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გადაზიდვა- გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 197-ე პრიმა და 197-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

ბორჯომი; ფოტო: რია-ნოვოსტი
ბორჯომი; ფოტო: რია-ნოვოსტი

მასალების გადაბეჭდვის წესი