ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ხაჯიმბა: საქართველოს დასავლელ მფარველებს აფხაზეთის რკინიგზის ამუშავება არ უნდათ

17 ნოემბერი, 2014 • • 1197
ხაჯიმბა: საქართველოს დასავლელ მფარველებს აფხაზეთის რკინიგზის ამუშავება არ უნდათ
“დღეისთვის არ ვიცი არანაირი მოლაპარაკება, რომელიც ამ თემაზე მიმდინარეობს. თუმცა მგონია, რომ ეს საინტერესო უნდა იყოს აფხაზეთისთვის, რუსეთისთვის და სომხეთისთვის. ვერ ვიტყვი, რამდენად არის საქართველო მზად ამ პროექტის რეალიზაციისთვის. თუმცა, დარწმუნებული ვარ, მის დასავლელ მფარველებს ეს არ ენდომებათ. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. ეს რეგიონში გეოპილიტიკურ პროცესებს უკავშირდება.
 

ჩვენ საქართველოსთან საზღვარი გვაქვს. რკინიგზა როგორც ჩვენს, ისე საქართველოს ტერიტორიას კვეთს. რუსეთის მხარე დაინტერესებულია, რომ სომხეთი ამ რკინიგზას მიებას. მაგრამ ამაში არ არის დაინტერესებული დასავლეთი და საქართველო. ამ პროექტის რეალიზაციით და საქართველოს მხრიდან აფხაზეთის აღიარების შემთხვევაში ჩვენ სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებითი სახსრების მიღებას შევძლებდით,”- აცხადებს რაულ ხაჯიმბა გამოცემა კავკაზსკი უზელთან ინტერვიუში. 


აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთი ერთ-ერთი საკითხია, რომელსაც აფხაზეთის პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა გამოცემა კავკაზსკი უზელთან ინტერვიუში ეხება.

 

სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მოლაპარაკებები დახურულ ფორმატში მიმდინარეობს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენისთვის და ამ კუთხით უახლოეს მომავალში იქნება გადაწყვეტილება მიღებული, არ ადასტურებენ საქართველოს მთავრობაში.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   



მასალების გადაბეჭდვის წესი