ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

17 ნოემბერი, 2014 • • 1245
აფხაზეთში პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
თავად ბესლან ბუტბა აღნიშნულ ფაქტს თავდასხმას არ უწოდებს.
 
 
“ცოლთან და შვილთან ერთად ავტომობილით მოვდიოდი, როდესაც მანქანამ, აბსოლუტურად ნასვამი ადამიანებით, გზა გადაგვიკეტა. ეს არ იყო თავდასხმა, იყო ბანალური ჩხუბი. ამჟმად სახლში ვიმყოფები და თავს კარგად ვგრძნობ,”- განაცხადა ბუტბამ, რომელიც 15 ნოემბერს მომხდარი ფაქტის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა. 

 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით 16 ნოემბერს პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ უშიშროების საბჭო მოიწვია. 
 
 
“გუშინ ჩადენილი დანაშაული ქვეყნის ხელისუფლების წევრზე, კანონის შესაბამისად, ყველაზე მკაცრ რეაგირებას მოითხოვს. ამ საქმის გამოძიებას საკუთარ თავზე ვიღებ. ეს ფაქტი სიმპტომატურია. საზოგადოებაში არსებობენ ადამიანები და ჯგუფები, რომლებიც თავხედურად და დემონსტრაციულად უვლიან გვერდს კანონებს. ხელისუფლება წლებია არ რეაგირებს ამ ტენდენციებზე, რაც ხელს უწყობს დანაშაულის ზრდას. ეს არის ჩვენი სახელმწიფოსთვის რეალური საფრთხე. ამას ბოლო უნდა მოვუღოთ. სამართალდამცავი ორგანოები არ არის დეკორაცია. მათ თავიანთი ძალა უნდა აჩვენონ. თუ ვინმეს არ შეუძლია მის წინაშე არსებული ამოცანების გადაჭრა, დაემშვიდობოს სამსახურს.” 
 
 
ამ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია ორი პირი. 



ბესლან ბუტბა; ფოტო: იტარ ტასი
ბესლან ბუტბა; ფოტო: იტარ ტასი



 

~
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   
   
 
 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი