ახალი ამბები

კონტრაქციის მონაწილეები პოლიციამ რუსთაველის მიმართულებით არ გაატარა

15 ნოემბერი, 2014 • • 901
კონტრაქციის მონაწილეები პოლიციამ რუსთაველის მიმართულებით არ გაატარა

14 საათზე აქციის მონაწილეები რუსათაველის მეტროსთან არიან შეკრებილი, ისინი ვარდების მოედანზე აპირებენ მისვლას, სადაც, მათი თქმით, მხარდამჭერები ელიან, რომლებიც შეურთდებიან და შემდეგ რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ კონტრაქციას გამართავენ.

კონტრაქციის მონაწილეებს პოლიციამ საშუალება არ მისცა, რომ პარლამენტის შენობის მიმართულებით მოეწყოთ მსვლელობა. ისინი „სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის” ოფისისკენ მიდიან.

დარბაზის პრესპიკერმა სანდრო უსტიაშვილმა განაცხადა, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვას ითხოვენ, რომ მათ შეცდომაში შეყავთ მთელი საქართველო.

თინათინ ბოგრაშვილი, აქციის ორგანიზატორი ამბობს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” არ აქვს მორალური ზნეობრივი და სამართლებრივი უფლება, რომ რუსთავლის გამზირზე შეიკრიბონ. ბოგრაშვილს მიაჩნია, რომ ნაციონალური მოძრაობა მიზანიმართულად აღიზიანებს მოსახლეობას.

15 ნოემბერს აქცია დაანონსებული აქვს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, რომელიც ეძღვნება რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიისადმი პროტესტის გამოხატვას.

სახალხო დარბაზი 15 ნოემბერს კონტრაქციას პარლამენტთან მართავს
სახალხო დარბაზი 15 ნოემბერს კონტრაქციას პარლამენტთან მართავს

სახალხო დარბაზი 15 ნოემბერს კონტრაქციას პარლამენტთან მართავს
სახალხო დარბაზი 15 ნოემბერს კონტრაქციას პარლამენტთან მართავს

მასალების გადაბეჭდვის წესი