ახალი ამბები

შსს : სამინისტრო მზადაა დაიცვას რუსთაველზე აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება

14 ნოემბერი, 2014 • • 1129
შსს : სამინისტრო მზადაა დაიცვას რუსთაველზე აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება

“შეკრების და მანიფესტაციის უფლება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დაცულ უფლებას. საქართველოს ხელისუფლება იცავს და პატივს სცემს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას. სწორედ ამიტომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მზადაა დაიცვას 15 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის მიმდინარეობისას საზოგადოებრივი წესრიგი და აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება” – ნათქვამია სამინისტროს განცახადებაში. 

 

 

შს სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების წესებს და პასუხისმგებლობას კანონის ფარგლებში მანიფესტაციის წარმართვაზე უპირველესად აკისრებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს: 

 

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურად უზრუნველყოფს, რომ 15 ნოემბერს მანიფესტანტთა უსაფრთხოება იყოს დაცული. შესაბამისად, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სამინისტრო მოახდენს ნებისმიერ სამართალდარღვევაზე დროულ რეაგირებას და არ დაუშვებს შესაძლო პროვოკაციებს. 
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, იმოქმედონ მხოლოდ კანონის ფარგლებში და თავის მხრივ, უზრუნველყონ მანიფესტაციის მშვიდობიანად წარმართვა.” 

 

15 ნოემბერს აქცია დაანონსებული აქვს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, რომელიც ეძღვნება რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიისადმი პროტესტის გამოხატვას. 

 

„სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის“ წევრები და მხარდამჭერები, „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო კონტრაქციის ფარგლებში, რესპუბლიკის მოედნიდან მშვიდობიან მსვლელობას მოაწყობენ.

 

მშვიდობიანი მსცვლელობა 15 ნოემბერს, 14:00 საათზე დაიწყება. 

 

“კონტრაქცია პარლამენტის შენობასთან გაგრძელდება. „სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის“ ამ გამოსვლაში არც ერთი სხვა ორგანიზაცია არ მონაწილეობს”.

შსს
შსს

მასალების გადაბეჭდვის წესი