ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ევრაზიულ კავშირში სომხეთი დამოუკიდებლობას დაკარგავს – ფოტორეპორტაჟი აქციიდან

14 ნოემბერი, 2014 • • 1100
ევრაზიულ კავშირში სომხეთი დამოუკიდებლობას დაკარგავს – ფოტორეპორტაჟი აქციიდან

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, “სომხეთი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და შესაძლოა, თავისუფლად განვითარების დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას” და ეს საშიშროება მას შემდეგ გაიზარდა, რაც 10 ოქტომბერს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში სომხეთის გაწევრიანების შეთანხმებას პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ხელი მოაწერა.

 

ამასთან, ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის ვანაძორის ოფისის თავმჯდომარემ არტურ საკუნცმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლო ქვეყნის უმთავრესი კანონის შეუსაბამოდ არ მიიჩნევს ამ შეთანხმებას. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება ფაქტიურად მზადაა. 

 

უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ სომხეთის ევრაზიულ ეკონომიკური კავშირში გაწევრიანების შეთანხმებას პარლამენტიც და რეფერენდუმის გზით უშუალოდ სომხეთის მოსახლეობაც მხარს დაუჭერს. საკუნცი ამბობს, რომ “კონსტიტუციის შესაბამისად, სომხეთი სუვერენული დემოკრატიული სახელმწიფოა, ეს კი ნიშნავს, რომ ხელისუფლება ხალხს ეკუთვნის. თუმცა ქვეყნის ხელისუფლებამ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ ხალხის აზრი არ იყო გათვალისწინებული. ისინი ვალდებული იყვნენ რეფერენდუმი ჩაეტარებინათ. რამდენადაც ეს გაკეთებული არ ყოფილა, შეიძლება დავასკვნათ, რომ სომხეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში იძულებით შედის”,- ამბობს არტურ საკუნცი. 

 

უფლებადამცველის აზრით, სომხეთის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში ინტეგრაცია მოიტანს დამოუკიდებლობის, დემოკრატიისა და პრეზიდენტის სადავეების დაკარგვას, დამოუკიდებლად მიიღოს შიდა და საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები. 

 

ამასთან, უნდა ითქვას, რომ საპროტესტო აქცია მასობრივი არ გამოვიდა – მასში მონაწილეობა 50-60-მა ადამიანმა მიიღო. ნეტგაზეთის კითხვას, რატომ გამოვიდა მცირე რაოდენობის ხალხი ხელისუფლების ნაბიჯების გასაპროტესტებლად, ექს-საპრეზიდენტო კანდიდატი ანდრეას გუკასიანი აცხადებს, რომ საზოგადოებაში აპათიაა – “ადამიანებმა შეწტყვიტეს იმის დაჯერება, რომ რამეს შეცვლას შეძლებენ.” 

 

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ორშაბათს, 17 ნოემბერს გახდება ცნობილი. 


14 ნოემბრის აქცია ერევანში საკონსტიტუციო სასამართლოსთან; წარწერები პლაკატებზე: თავისუფალი დამოუკიდებელი სომხეთი; არა კოლონიზაციას
14 ნოემბრის აქცია ერევანში საკონსტიტუციო სასამართლოსთან; წარწერები პლაკატებზე: თავისუფალი დამოუკიდებელი სომხეთი; არა კოლონიზაციას



14 ნოემბრის აქცია ერევანში საკონსტიტუციო სასამართლოსთან; დაღუპული ჯარისკაცების მშობლები
14 ნოემბრის აქცია ერევანში საკონსტიტუციო სასამართლოსთან; დაღუპული ჯარისკაცების მშობლები


14 ნოემბრის აქცია ერევანში საკონსტიტუციო სასამართლოსთან
14 ნოემბრის აქცია ერევანში საკონსტიტუციო სასამართლოსთან



  მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი