ახალი ამბები

პრეზიდენტი: 2015 წლიდან ავღანეთში 750 ჯარისკაცით ვიქნებით წარმოდგენილი

14 ნოემბერი, 2014 • • 1060
პრეზიდენტი: 2015 წლიდან ავღანეთში 750 ჯარისკაცით ვიქნებით წარმოდგენილი

მისი თქმით, საქართველო გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში კონტრიბუაციას მომავალშიც გააგრძელებს:

 

“საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ჩვენი სამხედროები უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ როგორც ნატოს, ისე ევროკავშირის მისიებში. წარმატებულ საერთაშორისო ოპერაციებში მათი როლი ძალიან მაღლაა შეფასებული და მათი კონტრიბუცია პარტნიორი ქვეყნის მიერ აღიარებულია.

 

საქართველო მზადაა მომავალშიც ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი გლობალური უშიშროების განმტკიცებაში და უშიშროების საბჭოზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 2015 წლიდან ავღანეთში სამშვიდობო მისიაში ქართველი სამხედროების რაოდენობა განისაზღვრება 750 ჯარისკაცით”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი