ახალი ამბები

ანონსი –10 ნოემბერი

9 ნოემბერი, 2014 • • 1019
ანონსი –10 ნოემბერი

10:30 “პირველ პრესკლუბში” საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, მიმდინარე პოლიტიკური საკითხები;

 
10:30 „უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლების“  თემაზე შერატონ მეტეხი პალასში კონფერენცი გაიხსნებაა. კონფერენციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი  შარვაშიძე გახსნის და მასში მონაწილეობას ქართველი და უცხოელი ექსპერტები მიიღებენ. მისამართი: თელავის 20 ;                                      
 

11.00 საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს ტერიტორიაზე, სასაზღვრო პოლიციაში 2014 წელს განხორციელებული სასაზღვრო ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება;

 

11:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ბრიფინგს გამართავენ.თემა: დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტი;

 

11:00“პირველ პრესკლუბში” “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური პრესკონფერენციას გამართავს;


11:30“პირველ პრესკლუბში” რადიო “პოზიტივის” წამყვანი თათია კაკიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: უნივერსიტეტში დაგეგმილი ღონისძიება;


11:30 „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში პრესკონფერენციას ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები.

 

12:00„პრაიმტაიმის“ პრესკლუბში პრესკონფერენციას საპარალამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.


12:00“პირველ პრესკლუბში” საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: თავდაცვის სამინისტროში განვითარებული მოვლენები, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები; მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2

 

12:00 სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს სახალხო დამცველი შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევებისა და სამომავლო პერსპექტივების  შემაჯამებელ პრეზენტაციას გამართავს. ასევე გაიმართება რეგიონული მედიის ჟურნალისტებისათვის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებების“ თემაზე გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება


13:00 „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი  ნათია გურული  საქართველოს პროკურატურას თავდაცვის სამინისტროსა და სილქნეტის საქმესთან დაკავშირებით დასკვნა-რეკომენდაციას წარუდგენს.მის:  ქ.თბილისი, გორგასლის #24 ;

Tenth in November Calendar icon on white background
Tenth in November Calendar icon on white background

 

    

მასალების გადაბეჭდვის წესი