ახალი ამბები

წტალტუბოსთან, სოფელ ფარცხანაყანებში აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა

9 ნოემბერი, 2014 • • 1162
წტალტუბოსთან, სოფელ ფარცხანაყანებში აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა კაკო ტყავაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე ჟანგბადის ბალონი აფეთქდა: 

 

“ორი ადამინი გარდაიცვალა, ხოლო ერთი მსუბუქად დაშავდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. აფეთქების მიზეზებს პოლიცია ადგენს.”

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყალტუბოში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლი მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი