ახალი ამბები

გელათის სამონასტრო კომპლექსში კელიებს ხანძარი გაუჩნდა

9 ნოემბერი, 2014 • • 1423
გელათის სამონასტრო კომპლექსში კელიებს ხანძარი გაუჩნდა

ქუთაისის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა კაკო ტყავაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა სამაშველო და სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე რჩებიან.

კაკო ტყავაძის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა ერთი კელია, რომელიც ხისგან იყო აშენებული. ორ კელიაში მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება მოახერხეს:

 

“ხანძარი ლოკალიზებულია. მსხვერპლი არ არის და არც არავინ დაშავებულა”.

 

რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, ტყავაძის ინფორმაციით, ადგილზე უკვე მივიდა პოლიცია, რომელიც ამ საკითხს შეისწავლის.

 

გელათის მონასტერი
გელათის მონასტერი

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი