ახალი ამბები

ალასანია: 2016 წლის არჩევნებში “თავისუფალი დემოკრატები” ვიზეიმებთ გამარჯვებას

8 ნოემბერი, 2014 • • 1149
ალასანია: 2016 წლის არჩევნებში “თავისუფალი დემოკრატები” ვიზეიმებთ გამარჯვებას

“დამოუკიდებლობის შენარჩუნება არის უმთავრესო ამოცანა იმ ვითარებაში, რაც ჩვენს ირგვლივ და ჩვენს რეგიონში ხდება, ამ დიდ გამოწვევას ერთად, შეურიგებლად გადავიტანთ და მომავალ არჩევნებში, 2016 წელს ხალხთან ერთად “თავისუფალი დემოკრატები” ვიზეიმებთ გამარჯვებას”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 

მან სიტყვით გამოსვლის დროს ასევე მადლობა გადაუხადა კოალიცია “ქართულ ოცნებას” იმ ორწლიანი თანამშრომლობისთვის, რაც მის პოლიტიკურ ძალას ამ კოალიციასთან აკავშირებდა 2012-14 წლებში.

 

“ჩვენ მადლიერი უნდა ვიყოთ იმ 2 წლის, რომელიც გავატარეთ კოალიციასთან ერთად. ყველას მადლობა მინდა გადავუხადო, არ გამოვყოფ არავის, მაგრამ ვიცოდეთ, როდესაც მოგვინდომებია, შედეგიც დამდგარა”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მისივე თქმით, “თავისუფალი დემოკრატები” იქნება ოპოზიციური ძალა, რომელიც მოსვენებას არ მისცემს ხელისუფლებას, თუკი ის ქვეყნის ინტერესებიდან გადაუხვევს.

 

“დღეს ჩვენი მტერია იმპერიული ფუნდამენტალიზმი რუსეთის მხრიდან. ამას საქართველო მარტო ვერ აღუდგება წინ და ამას საქართველო მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიტანს, თუ შეიკრა საერთაშორისო საზოგადოება”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისში, ფილარმონიაში გაიმართა თავისუფალი დემოკრატების ყრილობა, სადაც პარტიის ახალი გამგეობა და თავმჯდომარე აირჩიეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი