ახალი ამბები

ალასანია: 2012 წელს ჩვენ არ გვითქვამს, რომ დემოკრატიამ იზეიმა

8 ნოემბერი, 2014 • • 1011
ალასანია: 2012 წელს ჩვენ არ გვითქვამს, რომ დემოკრატიამ იზეიმა

მისი თქმით, 2012 წლის 1 ოქტომბერს გაჩნდა ქვეყნის განვითარების შანსი, რომელსაც თავისუფალი დემოკრატები ბოლომდე უერთგულებენ:

 

 

“არც მე და არც ჩემს სხვა თანაგუდნელს არ უთქვამს, რომ საქმე, რომელსაც 5 წლის წინ ერთად ჩავუყარეთ წვლილი, შესრულებულია. ჩვენ მოგვეცა შანსი და ჩვენ მას არ ვუღალატებთ, რომ ქვეყანა ჭეშმარიტად დამოუკიდებელი გახდეს. დამოუკიდებლობა ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვეძლოს ჩვენი ინტერესების საკუთარი ხელებით, საკუთარი ინსტიტუებით დაცვა. მთავარი დამოუკიდბელობისა და თავისუფლებისთვის არის ის, რომ თითოეული მოქალაქე პიროვნულად იყოს თავისუფალი, მისი უფლებები გარანტირებული იყოს და სახელმწიფო სისტემა დაფუძნებული იყოს კანონზე და არა ერთი კაცის ნებაზე. ამ ყველაფერს ჩვენ მხოლოდ ერთობით და პატივისცემით გავაკეთებთ”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი