ახალი ამბები

თავისუფალი დემოკრატების ყრილობა დაიწყო

8 ნოემბერი, 2014 • • 1050
თავისუფალი დემოკრატების ყრილობა დაიწყო

ყრილობას ესწრებიან თავისუფალი დემოკრატების ლიდერები, მათ შორისაა ირაკლი ალასანია, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელიც დღევანდელ ყრილობაზე ისევ პარტიის თავმჯდომარედ უნდა აირჩიონ.

ყრილობაზე მიწვეული სტუმრის სტატუსით იმყოფება პარლამენტის თავმჯდომარე, “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი, რომელიც სიტყვით გამოვა. ყრილობას ასევე ესწრებიან “რესპუბლიკური პარტიის” სხვა ლიდერები. აღნიშნულ პარტიაში აცხადებენ, რომ ისინი არიან თავისუფალი დემოკრატების პარტნიორი პარტიის წარმომადგენლები, იმის მიუხედავად, რომ “თავისუფალმა დემოკრატებმა” დატოვეს კოალიცია “ქართული ოცნება”.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, დღევანდელ ყრილობაზე 2100 დელეგატი იყო მიწვეული და ყრილობას ესწრება 2038 დელეგატი.

თავისუფალი დემოკრატების ყრილობა ფილარმონიაში, 8.11.2014
თავისუფალი დემოკრატების ყრილობა ფილარმონიაში, 8.11.2014

თავისუფალი დემოკრატების ყრილობა ფილარმონიაში, 8.11.2014
თავისუფალი დემოკრატების ყრილობა ფილარმონიაში, 8.11.2014

მაია ფანჯიკიძე თავისუფალი დემოკრატების ყრილობაზე, 8.11.2014
მაია ფანჯიკიძე თავისუფალი დემოკრატების ყრილობაზე, 8.11.2014

ირაკლი ალასანია თავისუფალი დემოკრატების ყრილობაზე, 8.11.2014
ირაკლი ალასანია თავისუფალი დემოკრატების ყრილობაზე, 8.11.2014

მასალების გადაბეჭდვის წესი