ახალი ამბები

ანონსი –8 ნოემბერი

8 ნოემბერი, 2014 • • 1074
ანონსი –8 ნოემბერი

10:00 სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში”განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე პაპუნა ჯანელიძე საერთაშორისო კონფერენციას გახსნიან თემაზე: “ინგლისური ენა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის გლობალიზებულ მსოფლიოში”. კონფერენციაზე მოწვეულნი არიან საერთაშორისო დონის მომხსენებლები;


10:30 უფლებადამცველი და ექსპერტი სოფო ხორგუანი  საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში  პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და 15 ნოემბრის აქცია. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23;


12:00 პოლიტოლოგი, ექსპერტი ზურა ბიგვავა  საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები;


13:00 ანათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე კახეთის  რეგიონის საჯარო სკოლების მეათე კლასელს პერსონალური კომპიუტერებით დაასაჩუქრებს. ღონისძიება ყვარელში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართება;


13:00 შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში (წითელი ხიდის გზატკეცილი, 21-ე კმ) თეორიული გამოცდის ახალი ბილეთების პრეზენტაცია გაიმართება. სააგენტოს ხელმძღვანელები ჟურნალისტებს ახალ, 3D ბილეთებს წარუდგენენ;


18:00 ბრიტანულ ვიზუალურ ხელოვნებას გამოფენა „არსაიდან“ კურატორი მარტინ ბარლოუ თანამედროვე ხელოვნების ცენტრში.  უზნაძის ქ. 51, თბილისი;

 

 


მასალების გადაბეჭდვის წესი