ახალი ამბები

უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში კიდევ ერთი წელი უნდა დარჩენილიყო

8 ნოემბერი, 2014 • • 1004
უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში კიდევ ერთი წელი უნდა დარჩენილიყო

მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნები ერთმა კაცმა მოიგო და ეს არავის უნდა დაავიწყდეს.

 

“და არა მგონია ვინმეს ეგონოს, რომ ერთი კაცი გააგრძელებს ამ ქვეყნის გადარჩენას და ყველა მიმართულებით ის აგებს პასუხს ყველაფერზე. ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ყველამ უნდა ავიღოთ.

 

“ბიძინა ივანიშვილთან მქონდა ბევრი საუბარი, თხოვნა იმაზე, რომ არ დაეტოვებინა პოსტი. კიდევ ერთი წელი საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ, ჩემი აზრით, იქნებოდა ძალიან ბევრი რამის დამასტაბილირებელი და გზაზე დამყენებელი. ნუ მოხდა ისე, როგორც მოხდა. მე ის პრეტენზია კი არ მაქვს მასთან, რომ რამეში ერევა არასწორად, ან არადროულად, ის მაქვს [პრეტენზია], რომ ჯობდა უფრო ჩარეულიყო და პასუხისმგებლობა, რომელიც ერთად ავიღეთ, იმ ფორმატით გაგვეგრძელებინა,”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი