ახალი ამბები

რა თემები განიხილა ალასანიამ უსუფაშვილთან

7 ნოემბერი, 2014 • • 962
რა თემები განიხილა ალასანიამ უსუფაშვილთან

“შევხვდი პარლამენტის თავმჯდომარეს, ვესაუბრეთ იმ ხედვებზე, რაც როგორც მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს გვქონდა განხილული რამდენიმე დღის წინ, რაც ეხება თავდაცვის სამინისტროსა და პარლამენტის ურთიერთობებს. გარკვეული ინფორმაცია მივაწოდე, როგორ მოხდა გადაბარება ახალ მინისტრზე ამ ფუნქციების და მოვალეობების.

 

ხედვები გავცვალეთ, ბუნებრივია, ამ კალეიდოსკოპური სისწრაფით განვითარებულ მოვლენებზე ბოლო დღეებში. ვისაუბრეთ ასევე, ბუნებრივია, ჩვენი ფრაქციის გამოყოფაზე უმრავლესობიდან და ვისაუბრეთ იმაზე, რომ მთავარია საპარლამენტო ცხოვრებაში ეს პროცესები წარმიმართოს ისე, რომ სახელმწიფო პირიქით გამყარდეს და არ დაზიანდეს.


რასაც ვაკეთებთ, გაკეთებულია მხოლოდ სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვით. კიდევ მინდა გითხრათ, რომ საზოგადოება მშვიდად იყოს, სიმშვიდით, სიბრძნით და სიმტკიცით გავაგრძელებთ იმ იდეალების დაცვას, რომლითაც 2012 წლის არჩევნებით ჩვენ მოვედით”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი