ახალი ამბები

პეტრიაშვილი სამართალდამცავების მხრიდან “თავისუფალ დემოკრატებზე” ზეწოლაზე საუბრობს

7 ნოემბერი, 2014 • • 1038
პეტრიაშვილი სამართალდამცავების მხრიდან “თავისუფალ დემოკრატებზე” ზეწოლაზე საუბრობს

“მე არ მინდა დაუზუსტებელ ინფორმაციებზე ვისაუბრო, მაგრამ მაქვს ცალკეულ რაიონებში კონკრეტული ინფორმაცია, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ხორციელდება მუქარები და ზეწოლის ტიპის სატელეფონო ზარები. ერთი ის, რომ არ მიიღონ ხვალ, სამ საათზე მონაწილეობა პარტიის ყრილობაზე, და მეორე ის, რომ დატოვონ ჩვენი პარტიის რიგები. მე მგონი, სააკაშვილის რეჟიმს სწორედ ამიტომაც ვებრძოდით ერთად და ნუ გაიმეორებენ იმავე შეცდომებს”, – ამბობს ალექსი პეტრიაშვილი.

 

პეტრიაშვილის თქმით, ზეწოლის კონკრეტული ფაქტები გურიაში დაფიქსირდა. “თავისუფალმა დემოკრატებმა” კოალიციის დატოვების გადაწვეტილება 5 ნოემბერს მიიღეს. დემოკრატების პარტიის ყრილობა 8 ნოემბერსაა ჩანიშნული, რომლზეც ირაკლი ალასანიას აირჩვეენ პარტიის თავმჯდომარედ.

 

ალასანია თავდაცვის მინისტრის ტანამდებბიდან 4 ნოემბერს გადააყეენეს. დაპირისპირებას ირაკლი ალასანიასა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის წინ უძღვოდა თავდაცვის სამინისტროს მარალჩინოსნების მიმართ კორუფციული გარიგების საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება.

ალექსი პეტრიაშვილი
ალექსი პეტრიაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი