ახალი ამბები

ცაგარეიშვილი ალასანიასა და ივანიშვილის შეხვედრაზე: რამდენიმე საათს გასტანა შეხვედრამ

7 ნოემბერი, 2014 • • 845
ცაგარეიშვილი ალასანიასა და ივანიშვილის შეხვედრაზე: რამდენიმე საათს გასტანა შეხვედრამ

“მე როგორც ვიცი, ერთი შეხვედრა შედგა გუშინ. მეორე შეხვედრაზე არაფერი ვიცი, თორემ არც ამას დაგიმალავდით. განხილული იყო, რა თქმა უნდა, ეს სიტუაცია, ფრიად არასახარბიელო, რომელიც კოალიციაში და ქვეყანაში შეიქმნა. მას შემდეგ, რაც შეხვედრის შესახებ გავიგეთ, ბატონი ირაკლი არ მინახავს. ზოგადად კარგია, რომ ადამიანები ერთმანეთს ესაუბრებიან. ვისურვებდი, რომ ამ ფორმის განმმუხტველი შეხვედრები ყოფილიყო მანდამდეც. მე აქ ცუდს აბსოლუტურად ვერაფერს ვხედავ. როცა ამგვარი კომუნიკაციები იყი ნაკლებად, შესაბამისად, მივიღეთ შედეგი,”- ამბობს ცაგარეიშვილი. 


რაც შეეხება კითხვას, ვისი ინიციატივით შედგა შეხვედრა, ცაგარეიშვილი აცხადებს:


“მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ბატონმა ბიძინამ და ბატონმა ირაკლიმ ურთიერთშეთანხმებით მიიღეს ამგვარი გადაწყვეტილება, რომ გამართულიყო შეხვედრა. შეხვედრის კონკრეტული ადგილი არ ვიცი, თუმცა ის გუშინ საღამოს საათებში გაიმართა და რამდენიმე საათი გასტანა.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი