ახალი ამბები

“გაუმარჯოს ღარიბაშვილს” – შეძახილები რეზო ამაშუკელის მიერ ორგანიზებულ ყრილობაზე (ვიდეო)

7 ნოემბერი, 2014 • • 1869
“გაუმარჯოს ღარიბაშვილს” – შეძახილები რეზო ამაშუკელის მიერ ორგანიზებულ ყრილობაზე (ვიდეო)

“რატომღაც მგონია, რომ ამ დარბაზში ვიღაც-ვიღაცებს გიყვარვართ. დაჩოქილი გთხოვთ, ნუ მივცემთ ამ ახალგაზრდა ბიჭს, წესიერ კაცს საჯიჯგნად… ირაკლი ღარიბაშვილის გვერდით დავდგეთ ბოლომდე. გაუმარჯოს ირაკლი ღარიბაშვილს. მისი ერთგული კი ვარ, მაგრამ როგორც კი ირაკლი ღარიბაშვილი თუნდაც ერთ არაქართულ ნაბიჯს გადადგამს, მე ვიქნები მისი პირველი მტერი”, – განაცხადა რეზო ამაშუკელმა.


მოძრაობა ლაზარე
მოძრაობა ლაზარე

 

“ლაზარეს” წევრებმა სხდომის ბოლოს ერთობლივი მიმართვა მიიღეს და ნაციონალური მოძრაობის აკრძალვა მოითხოვეს. 


“ლაზარე” რეზო ამაშუკელის ინიციატივით დაფუძნებული გაერთიანებაა, რომელშიც რობერტ სტურუა, დიმა ჯაიანი, არნო ხიდირბეგაშვილი, ლაშა ნადარეიშვილი, ელიზბარ ჯაველიძე და სხვა ადმაიანები არიან შეკრებილი.


გაზეთმა “ბათუმელებმა” ორშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერთა ცენტრებს რეგიონებშიც ქმნიან.


 

მასალების გადაბეჭდვის წესი