ახალი ამბები

დოლიძის განცხადებით, საპარლამენტო თანამდებობებს საკუთარი ინიციატივით არ დატოვებენ

7 ნოემბერი, 2014 • • 1130
დოლიძის განცხადებით, საპარლამენტო თანამდებობებს საკუთარი ინიციატივით არ დატოვებენ

“ჩვენ ჩვენით საპარლამენტო თანამდებობებს არ ვტოვებთ, ეს სწორედ ის პოლიტიკური ბერკეტია, რომელიც, ჩემი აზრით, უნდა გამოიყენოს ყველა პარტიამ, მათ შორის ოპოზიციამ. თუკი ისინი ჩვენს გადაყენებას გადაწყვეტენ, ბუნებრივია, შესაბამისი პროცედურების თანახმად, ეს მათი ნებაა და რას ვიზამთ. მაგრამ ჩვენით თანამდებობის დატოვება, ჩემი აზრით, უპასუხისმგებლობა იქნება, რადგან ეს აღმასრულებელი რგოლი არ არის, ეს არის საპარლამენტო, ესაა სწორედ ის ტრიბუნა, საიდანაც უნდა იბრძოლო კიდევაც, იმუშაო კიდევაც. მით უმეტეს, ჩვენი მიმართულებით, სადაც ახლა რატიფიკაციის პროცესია დაწყებული, ევროპარლამენტში რეზოლუციაზე ვმუშაობთ. რომ დავტოვო, პასუხისმგებლობას გავექცე? მე ეს არ მჩვევია”,- განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. 

 

პარტიამ “თავისუფალი-დემოკრატები” კოალიცია “ქართული ოცნების” რიგები 5 ნოემბერს დატოვა, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან ირაკლი ალსანია გადააყენა. ხვალ, 8 ნოემბერს პარტია “თავისუალი დემოკრატების” ყრილობა გაიმართება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი