ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა “თბილგვირაბმშენის” დირექტორის მოადგილე დააკავა

7 ნოემბერი, 2014 • • 872
საგამოძიებო სამსახურმა “თბილგვირაბმშენის” დირექტორის მოადგილე დააკავა

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ელექტრონული აუქციონის გამოცხადების შემდეგ ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელს, აუქციონში პრივილეგიის მინიჭების და შემდგომში გამარჯვების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 1 000 ლარი გამოართვა.

კორუფციული გარიგების ერთ-ერთ მთავარ პირობა იყო 800 კვ/მ შენობის ელექტრონულ აუქციონზე განთავსება, როგორც 600 კვ/მ ფართის მქონე, ხოლო სხვაობის, 200 კვ/მ-ის საიჯარო გადასახადს დაკავებული სისტემატურად, არაოფიციალურად გამოართმევდა კომპანიის წარმომადგენლებს, აცხადებს საგამოძიებო სამსახური. 

 

საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

მასალების გადაბეჭდვის წესი