ახალი ამბები

ევროკავშირის ელჩი: მე ვხედავ საქართველოს ურყევ ევროპულ ორიენტაციას

6 ნოემბერი, 2014 • • 1403
ევროკავშირის ელჩი: მე ვხედავ საქართველოს ურყევ ევროპულ ორიენტაციას

“მე ვხედავ საქართველოს ურყევ ევროპულ ორიენტაციას. ჩვენ უნდა ვიყოთ ორიენტირებული მომავალზე, საქართველომ უნდა გააგრძელოს წინსვლა ევროკავშირთან დაახლოების გზაზე, იმ მნიშვნელობით, რომ საქართველო იყოს სტაბილური და დემოკრატიული სახელმწიფო. ჩვენ ვაფასებთ იმ მუშაობას, რომელიც გაწიეს იმ პიროვნებებმა, რომლებმაც დატოვეს მთავრობა. მინდა განვაცხადო, რაც არაერთხელ განუცხადებიათ ევროკავშირის წარმომადგენლებს ამ ბოლო პერიოდში, რომ ჩვენ თვალყურს ვადევნებთ გამოძიების საქმეებს, რომელიც თანამდბეობის პირების წინააღმდეგ არის. საერთო სურათი, რომ გითხრათ, არის ის: საქართველოს აქვს ურყევი პოლიტიკური გეზი ევროპისკენ და ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან”, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა, რომელიც დღეს თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირკალი ალასანიას შეხვდა სასტუმრო რედისონში.

 

“ეს არის შეხვედრა, რომელზეც შევთანხმდით ჯერ კიდევ 2 კვირის წინ, როცა ალასანია მინისტრი იყო”.

იანოშ ჰერმანი
იანოშ ჰერმანი

მასალების გადაბეჭდვის წესი