ეკონომიკა

რომელ უწყებებს გაეზარდათ და შეუმცირდათ დაფინანსება ბიუჯეტის ახალი ვერსიით

6 ნოემბერი, 2014 • • 1031
რომელ უწყებებს გაეზარდათ და შეუმცირდათ დაფინანსება ბიუჯეტის ახალი ვერსიით

სახელმწიფო ბიუჯეტის ახალი ვერსიით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილია 1 მილარდი ლარი, პირველი ვერსიით ბიუჯეტის დაფინანსება 955,0 მლნ ლარით იყო განსაზღვრული. ზრდამ 45 მლნ ლარი შეადგინა.  

 

ბიუჯეტის ახალი ვერსიით გაიზარდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება და 853 მლნ 900 ლარი შეადგინა. ბიუჯეტის პირველი ვერსიით სამინისტროს დაფინანსება 828,9 მლნ ლარი იყო, ზრდამ 25 მლნ ლარი შეადგინა.  

 

15 მლნ ლარით გაიზარდა ბიუჯეტის ახალი ვერსიით თავდაცვის სამინისტროს დაფინანასება. ბიუჯეტის პირველ ვერსიაში გათვალისწინებული იყო 625,0 მლნ ლარი. ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტში უწყების დაფინანსებამ 640 მლნ ლარი შეადგინა.  

 

15 მლნ ლარით არის გაზრდილი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება, რაც 600,0 მლნ ლარიდან 615 მლნ ლარამდე გაიზარდა,. 


ბიუჯეტის ახალ ვერსიაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილია 70 მლნ ლარი, პირველი ვერსიით დაფინანსება 55,0 მლნ ლარი იყო, ზრდამ 15 მლნ ლარი შეადგინა. 

 

3,5 მლნ ლარით გაიზარდა იუსტიციის სამინისტროს დფინანსება. ბიუჯეტის პირველი ვერსიით გამოყოფილი თანხა 65,0 მლნ ლარს შეადგენდა.

 

იზრდება 4 მლნ ლარით გარემოს დაცვის სამინისტროს, ხოლო 10 მლნ ლარით კულტურის სამინისტროს დაფინანასება. 

 

2015 წლის ბიუჯეტის ახალი ვერსიით, ენერგეტიკის სამინისტროს დაფინანასება 10 მლნ ლარით მცირდება და 125 მლნ ლარს შეადგენს. პირველ ვერსიაში სამინისტროს დაფინანსება 135,0 მლნ ლარი იყო.

 

2015 წლის ბიუჯეტის ახალ ვერსიაში არ შეცვლილა შემდეგი სამინისტროების დაფინანსება:  


შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 2014 წელთან შედარებით გაზრდილია 92,0 მლნ ლარით და შეადგენს 2 750,0 მლნ ლარს (ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 29,4%). ბიუჯეტის ახალი ვერსიით ამ უწყების დაფინანასება არ შეცვლილა. 

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 155,0 მლნ ლარი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გამოყოფილია 120,0 მლნ ლარი,  საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 100,0 მლნ ლარი; კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 85,0 მლნ ლარი;  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და განსახლების სამინისტროსთვის გამოყოფილია 60,0 მლნ ლარი; გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 35,0 მლნ ლარი;სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანასება 291,0 მლნ ლარს შეადგენს. 


ბიუჯეტის ახალი ვერსიით, უცვლელია პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი – 5 მლნ ლარი. მთავრობის სარეზერვო ფონდის მოცულობა კი  პირველ ვერსიასთან შედარებით 20 მლნ ლარით მცირდება და 50 მლნ ლარს შეადგენს. 

ფული
ფული

მასალების გადაბეჭდვის წესი