ახალი ამბები

ალასანია: ღარიბაშვილმა სახე დაკარგა

6 ნოემბერი, 2014 • • 958
ალასანია: ღარიბაშვილმა სახე დაკარგა

“ჩემთვის გულდასაწყვეტია, რომ ყველანაირ კორექტულობას გაცდა პრემიერ-მინისტრი. ჩემი აზრით, მართალი კაცები, ვისაც სახე აქვთ, სახეს არ კარგავენ. ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრმა სახე დაკარგა. მე მაინც მეძვირფასება ის ერთად გატარებული პერიოდი, ჩემს კოლეგებთან და მთავრობასთან ერთად და, ბუნებრივია, მათ განცხადებებზე კომენტარს არ გავაკეთებ.

 

მიუხედავად იმისა, რომ იმ ნაბიჯებმა, რაც გადადგა პროკურატურამ, ჩვენი გზები გაყო, მოვუწოდებ, რომ კორექტულობის ფარგლებში დარჩნენ. მგონია, რომ სახის დაკარგვა ჩვენი პრემიერ-მინისტრის მხრიდან ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. მე იგივეთი ვერ ვუპასუხებ, პატივს ვცემ ინსტიტუციებს.

 

მე მინდა მას მოვუწოდო, რომ მეორეჯერ ასეთი რამ აღარ გააკეთოს. ეს არასწორია ჩემს მიმართაც, ქვეყნის მიმართაც და თავისი კოლეგების მიმართაც. დარწმუნებული ვარ, მისი დღევანდელი განცხადება არ აღიქმება პოზიტიურად”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ირაკლი ალასანია
ირაკლი ალასანია

ირაკლი ღარიბაშილმა დღეს ასევე განაცხადა, რომ საზოგადოებას წინ კიდევ ბევრი სიურპრიზი ელოდება ირაკლი ალასანიაზე, რაზეც ამ უკანასკნელმა ასეთი პასუხი გასცა:

 

“რაც უნდათ ის აკეთონ, პროკურატურას ბოლო დროს მუქარის გარდა არაფერი გაუკეთებია, ვერანაირად ვერ შეაჩერებს “თავისუფალი დემოკრატების” გეგმებს. “თავისუფალი დემოკრატები” 8 ნოემბერს ვატარებთ ყრილობას. ყველას, ვისაც სურვილი აქვს, მობრძანდეს, მოვუწოდებ, რომ დაესწროს ამ ყრილობას. ეს იქნება ახალი პოლიტიკური ერის დასაწყისი, იმიტომ, რომ დაიწყება პოლიტიკაში ხალხის დაჯგუფება ღირებულებების ირგვლივ და არა ვიღაცა ვიღაცის წინააღმდეგ.”

მასალების გადაბეჭდვის წესი