ახალი ამბები

ხიდაშელი: ჩემი მეგობრებისთვის ქვეყნის ღალატი და საბოტაჟნიკობა არ შემიმჩნევია

6 ნოემბერი, 2014 • • 1037
ხიდაშელი: ჩემი მეგობრებისთვის ქვეყნის ღალატი და საბოტაჟნიკობა არ შემიმჩნევია

“მე არ მყავს უჭკუო და ავანტიურისტი მეგობრები, თან 24 წელი ასეთებთან მეგობრობა გაძნელდებოდა, არც ქვეყნის ღალატი და საბოტაჟნიკობა შემიმჩნევია.  აი, პირიქით კი რამდენიც გინდაც. ქვეყნის სიყვარული, თავდადება, ერთგულება, ულევი ამბიციური კი კარგია”,- წერს ხიდაშელის “ფეისბუქის” პირად გვერდზე. 

 

ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ირაკლი ალასანია იყო ავანტიურისტი, ამბიციური და უჭკუო პოლიტიკოსი, რომლის ჩამოშორება დიდი დანაკლისი არ არის. ღარიბაშვილის განცხადებით, ალასანია მოიქცა საკაშვილის სტილში, როცა დატოვა ქართული ოცნება, და მისთვის ნათელი გახდა, რომ ალასანიას ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მფარველობდა.

 

“თავისუფალმა დემოკრატებმა” კოალიცია 5 ნოემბერს დატოვეს. 4 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან გადააყენა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, რომელიც “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერია. მინისტრების პოსტი თავიანთი განცხადებით დატოვეს ალექსი პეტრიაშვილმა, მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.  ალასანიას მინისტრობიდან დათხოვნას წინ უძღვოდა თავდაცვის სამიმინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება, რაც ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა  საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესთან ბრძოლად შეაფასა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი