ახალი ამბები

ვიქტორ დოლიძე: ღალატი საკუთარ პროკურატურაში მოიკითხონ

6 ნოემბერი, 2014 • • 1456
ვიქტორ დოლიძე: ღალატი საკუთარ პროკურატურაში მოიკითხონ

“თავისუფალი დემოკრატების” წევრი ვიქტორ დოლიძე ირაკლი ღარიბაშვილის ლანძღვას ირაკლი ალასნაიასადმი ეხმიანება და ამბობს, რომ ღარიბაშვილს პირად დაპირისპირებაში გადაყავს.

 

ვიქტორ დოლიძე ამბობს, რომ კოალიციაში შემავალ ყველა სუბიექტმა თანასწორად შეიტანა წვლილი ერთიანი ნაციონალური მოძრაოაბის არჩვენების გზით შეცვლაში.

 

“ძალიან ვწუხვარ, რომ ადამიანურ დაპირისპირებაში სურს გადაიყვანოს ეს ყველაფერი. ჩვენ ერთად ვიბრძოდით, ერთად შევასრულეთ, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებიდან მოშორება სწორედ არჩვენების გზით, რაშიც ბიძნა ივანიშვლის წვლილიც არის ძალიან დიდი, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ მას არ გაუკეთებია, ქართველმა ხალხმა გააკეთა”, -ამბობს დოლძე.

 

 

პარლამენტარის აზრით, ნიშნის მოგებით საუბარი და ბინძური კაამპანია ირაკლი ალასნაიას წინააღმდეგ თავად ირაკლი ღარიბაშვილს დააზარალებს.

“ვინ ვის უღალატა და ლახვარი ზურგში ვინ ჩასცხო, ეს გვაჩვენა ბოლო დროს მოვლენებმა, მაშინ, როდესაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და საფრანგეთში ძალიან სერიოზულ თემებზე სასაუბროდ იმყოფებოდა. ღალატი და ლახვრის ჩაცემა მოიკითხონ საკუთარ გუნდში, მოიკითხონ საკუთარ პროკურატურაში, რომელმაც მიზანმიმზართული კამანია წარმართა ირაკლი ალასანიას მისამართით”, – ამბობს ვიქტორ დოლიძე.

 

ვიტორ დოლიძე ამბობს, რომ ისინი პოლიტიკოსები არიან და პოლიტიკურ მიზნებზე მაღლა, კოალიციისგან განსხვავებით, სახელმწიფოებრივ მიზნებს აყენებენ.

 

ვიქტორ დოლიძე
ვიქტორ დოლიძე

ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ირაკლი ალასანია იყო ავანტიურისტი, ამბიციური და უჭკუო პოლიტიკოსი, რომლის ჩამოშორება დიდი დანაკლისი არ არის. ღარიბაშვილის განცხადებით, ალასანია მოიქცა საკაშვილის სტილში, როცა დატოვა ქართული ოცნება, და მისთვის ნათელი გახდა, რომ ალასანიას ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მფარველობდა.

 

“თავისუფალმა დემოკრატებმა” კოალიცია 5 ნოემბერს დატოვეს. 4 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან გადააყენა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, რომელიც “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერია. მინისტრების პოსტი თავიანთი განცხადებით დატოვეს ალექსი პეტრიაშვილმა, მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.  ალასანიას მინისტრობიდან დათხოვნას წინ უძღვოდა თავდაცვის სამიმინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება, რაც ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა  საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესთან ბრძოლად შეაფასა.

მასალების გადაბეჭდვის წესი