ახალი ამბები

ღარიბაშვილი: რუსეთის ინტერესსაც შეადგენს საქართველოში მშვიდობიანი სიტუაცია იყოს

6 ნოემბერი, 2014 • • 1070
ღარიბაშვილი: რუსეთის ინტერესსაც შეადგენს საქართველოში მშვიდობიანი სიტუაცია იყოს

ჟურნალსიტის კითხვაზე, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერა ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისადმი ხომ არ უბიძგებს რუსეთს პროვოკაციებისკენ და ძაბავს ურთიერთობას რუსეთსა და საქართველოს შორის, ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ რუსეთის ინეტერსებში არ შედის საქართველოში მდგომარეობის დაძაბვა.

 

“საქართველოს სწრაფვა არ წარმოადგენს ნაბიჯს არავის წინააღმდეგ, რუსეთის ჩათვლით. ვფიქრობ, რუსეთის ინტერესსაც შეადგენს, რომ ჰქონდეს მშვიდობიანი სიტუაცია და სტაბილური საქართველოში”.

 

კითხვაზე, თუ რატომ შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში, ღარიბაშვილმა ინვესტიციების შემცირება საპრეზიდენტო არჩევნებს დაუკავშირა:

 

“როდესაც ყოფილი პრეზიდენტი წავიდა, როდესაც ჩვენ ავირჩიეთ ახალი პრეზიდენტი, წელს დავასრულეთ ეს ციკლი თავისუფალი და სამართლიანი ადგილობრივი არჩევნების ჩატარებით, რის შემდეგაც დაიწყო ახალი ფაზა ინვესტიციებისა”.

 

ღარიბაშვილის აზრით, საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია გაზრდის ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას საქართველოსადმი.

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი