ახალი ამბები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოს ინტერესებშია მოახდინოს ერთიანობის დემონსტრირება

6 ნოემბერი, 2014 • 1004
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოს ინტერესებშია მოახდინოს ერთიანობის დემონსტრირება

“რეგიონული არეულობისა და შიდა ეკონომიკური გამოწვევების პერიოდში საქართველოს ინტერესებშია მოახდინოს სტაბილურობის, ერთიანობის, პროცესების სათანადოდ წარმართვის, კანონის უზანაესობისადმი ერთგულებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების რწმენის დემონსტრირება. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ იმუშაონ ამ მიზნის მისაღწევად და ფოკუსირება მოახდინონ საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის უზრუნველყოფაზე.

 

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ გადადგას ნაბიჯები, რათა გაფანტოს მოსაზრება, რომ სასამართლო სისტემის გამოყენება ხდება პოლიტიკური მიზნებით და დაამტკიცოს ჩვენი საერთო, დემოკრატიული ღირებულებების ერთგულება,”– ნათქვამია აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში

 

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოსტიდან 4 ნოემბერს გადააყენა. ევროინტეგრაციის მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი თანამდებობიდან იმავე დღეს გადადგა, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე – მომდევნო დღეს. 

 

პრემიერის მიერ ალასანიას გადაყენებას წინ უძღვოდა პროკურატრურის მიერ 28 ოქტომბერს თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსნის სახალმწიფოს კუთვნილი 4 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვის ბრალდებით დაკავება, მოგვიანებით კი ჯარისკაცების კვებასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს კიდევ 6 მაღალჩინოსნისთვის ახალი ბრალის წაყენება

მასალების გადაბეჭდვის წესი