ახალი ამბები

მარგველაშვილი: ქვეყანა უნდა იმართებოდეს ძლიერი ინსტიტუტებით და არა კულუარებიდან

4 ნოემბერი, 2014 • • 1038
მარგველაშვილი: ქვეყანა უნდა იმართებოდეს ძლიერი ინსტიტუტებით და არა კულუარებიდან

“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით კოალიციაში მიმდინარე კრიზსს, მაგრამ არ გაგვიკეთებია განცხადება, რადგან მიგვაჩნია, რომ კოალიციის სუბიექტებმა თავისი რესურსით უნდა დაძლიონ ეს ვითარება. ჩვენ არაერთხელ გავუსვით ხაზი, რომ ქვეყანა უნდა იმართებოდეს ძლიერი ინსტიტუტებით და არა კულუარებიდან. შექმნილმა ვითარებამ მიგვიყვანა იმ რეალობამდე, რომ პოლიტიკური დაპირისპირება საფრთხეს უქმნის ქვეყანაში  ინსტიტუტების ეფექტურ ფუნქციონირებას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და, რაც მთავარია, ქართულ ჯარს, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტის გარანტია. აქედან გამომდინარე, ქვეყანაში დაბრუნებისთანავე, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ჩავერთვებით ამ საკითხები დარეგულირებაში”,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც ვენაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. 

 

დღეს პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს 6 მოქმედ მაღალჩინოსანს ბრალი ჯარისკაცების კვებასთან დაკავშირებით წაუყენა, ხოლო სამინისტროს 5 მაღალჩინოსნის “სილქნეტის” სასარგებლოდ თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებიდან ზუსტად ერთი კვირა გავიდა.

 

დღეს, 18 საათზე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ “თავისუფალი დემოკრატების” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პროკურატურის ქმედებები არის მიზანმიმართული შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე. ალასანიამ მიმართა კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტიკურ საბჭოს, რომ შეიკრიბონ ხვალ და იმსჯელონ, თუ საით მიჰყავს პროკურატურას ასეთი ქმედებებით ქვეყანა.

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი