ახალი ამბები

მარგველაშვილმა ბან კი-მუნთან შეხედრისას აფხაზეთში შექმნილი ვითარება განიხილა

4 ნოემბერი, 2014 • • 1189
მარგველაშვილმა ბან კი-მუნთან შეხედრისას აფხაზეთში შექმნილი ვითარება განიხილა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე  საქართველოსა და გაეროს, როგორც უმნიშვნელოვანესი უნივერსალური საერთაშორისო ორგაიზაციის თანამშრომლობაზე ისაუბრეს:

 

“გაერო საერთაშორისო სამართლის ძირითადი პინციპების სადარაჯოზე დგას, მათ შორის, იცავს სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის, საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის გამოყენებასა და ძალისმიერ მუქარაზე უარის თქმის, სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის პრინციპებს. ბან კი-მუნთან შეხვედრისას ასევე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ბოლო დროს აფხაზეთთან დაკავშირებით განვითარებულ პროცესში, პრაქტიკულად, ყველა ამ პრიციპის დარღვევის საფრთხის წინაშე დადგა მთელი მსოფლიო. საქართველოს პრეზიდენტმა, უპირველესად, ყურადღება გაამახვილა ამ პროცესებში გაერო-ს აქტიური ჩაბმულობის აუცილებლობაზე”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ასევე ავრცელებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის დავით პატარაიას კომენტარსაც, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა. 

“შეხვედრისას განვიხილეთ საკითხთა ფართო სპექტრი, რომელთა შორის უპირველესი, ცხადია, აფხაზეთთან დაკავშირებით ბოლო დროს განვითარებული მოვლენები იყო. კერძოდ, საუბარი შეეხო რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმების პროცესს, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონში უსაფრთხოების არქიტექტურას, რაც სერიოზული გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ თანამედროვე საერთაშორისო სამართლებრივი ძირითადი პრინციპების თვალსაზრისითაც. საქართველოს პრეზიდენტმა და ჩვენმა დელეგაციამ გაერო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას იმედი გამოთქვა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია იქნება სწორედ საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების დაცვის უმნიშნელოვანესი სტრუქტურა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი