ახალი ამბები

“ევდარდ ხელმაკრატელა”, ჰიტ ლეჯერის “ჯოკერი” და 2014 წლის Halloween-ის სხვა გმირები (ფოტო)

1 ნოემბერი, 2014 • • 2822
“ევდარდ ხელმაკრატელა”, ჰიტ ლეჯერის “ჯოკერი” და 2014 წლის Halloween-ის სხვა გმირები (ფოტო)

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, 31 ოქტომბერი, ერთ დროს, კელტებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე იყო. კელტების შთამომავლებს შორის არიან ირლანდიელები, ვალიელები, შოტლანდიელები და ბრეტონელები. ძველად ამ დღეს სამაინს უწოდებდნენ და სწამდათ, რომ გარდაცვლილთა სულები ერთი ღამით დედამიწაზე სახეტიალოდ თავისუფლდებოდნენ. ამ სულების გარდაცვლილთა სამყაროში გასაცილებლად და შესაშინებლად ხალხი კოცონს ანთებდა. პოტენციურად სახიფათო სულების დამშვიდებას კი ხალხი საკვების ძღვენით ცდილობდა. ყველა წმინდანის დღის წინა საღამოს თავდაპირველად ერქვა „All Hallows’ Eve” (“hallowed” ნიშნავს წმინდას), სწორედ აქედან წარმოიშვა სახელწოდება ჰელოუინი. ემიგრანტთა სხვადასხვა ჯგუფმა აშშ–ში ჰელოუინის ტრადიციებიც ჩაიტანა. მაგრამ დღესასწაულმა ნამდვილი ფესვები მეცხრამეტე საუკუნეში, აშშ–ში მილიონობით ირლანდიელის ჩასვლისას გაიდგა; ირლანდიელებმა თან ჩაიტანეს მათი კელტი წინაპრების ჰელოუინის კოსტიუმებიც. მალე ჰელოუინის დღესასწაული მთელ ამერიკაში გავრცელდა და აფრიკელების, გერმანელების, ინგლისელების და შოტლანდიელების მიერ აღნიშნულ მსგავს დღესასწაულებს შეერწყა.

ჰელოუინის დღესასწაულზე ადამიანები სპეციალურ კოსტიუმებს ატარებენ, ზოგ შემთხვევაში, საშიშ ფორმებს ირჩევენ, ხშირად ცნობილი ფილმების გმირებს განასახიერებენ, ცხოველებს ან სხვა. გთავაზობთ ევროპის პრესფოტო სააგენტოს (ეპა) მასალებს, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დღესასწაულის აღნიშვნაა ასახული მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს:


ვაშინგოტნი, თეთრი სახლი ჰელოუინის დეკორაციებითაა მორთული © EPA/MICHAEL REYNOLDS
ვაშინგოტნი, თეთრი სახლი ჰელოუინის დეკორაციებითაა მორთული © EPA/MICHAEL REYNOLDS

პოლონეთის ქალაქი ვროცლავი, სადაც 31 ოქტომბერს ჰელოუინის აღლუმი გაიმართა. მისი ერთ-ერთი მონაწილე ჯოკერის იმიჯით კრისტოფერ ნოლანის კინოფილმიდან © The Dark Knight Rises EPA/MACIEJ KULCZYNSKI POLAND OUT
პოლონეთის ქალაქი ვროცლავი, სადაც 31 ოქტომბერს ჰელოუინის აღლუმი გაიმართა. მისი ერთ-ერთი მონაწილე ჯოკერის იმიჯით კრისტოფერ ნოლანის კინოფილმიდან © The Dark Knight Rises EPA/MACIEJ KULCZYNSKI POLAND OUT

ქალაქი ვროცლავი, პოლონეთი  © EPA/MACIEJ KULCZYNSKI POLAND OUT
ქალაქი ვროცლავი, პოლონეთი © EPA/MACIEJ KULCZYNSKI POLAND OUT

ქალაქი ვროცლავი, პოლონეთი © EPA/MACIEJ KULCZYNSKI POLAND OUT
ქალაქი ვროცლავი, პოლონეთი © EPA/MACIEJ KULCZYNSKI POLAND OUT

ჰელოუინის დღესასწაული ჰოლანდიაშიც აღნიშნეს © EPA/MARTIJN BEEKMAN
ჰელოუინის დღესასწაული ჰოლანდიაშიც აღნიშნეს © EPA/MARTIJN BEEKMAN

ვროცვალი, პოლონეთი © EPA/MACIEJ KULCZYNSKI POLAND OUT
ვროცვალი, პოლონეთი © EPA/MACIEJ KULCZYNSKI POLAND OUT

იოჰანესბურგი სამხრეთ აფრიკა © EPA/KIM LUDBROOK
იოჰანესბურგი სამხრეთ აფრიკა © EPA/KIM LUDBROOK

იოჰანესბურგი, სამხრეთ აფრიკა, გოგონა ტიმ ბარტონის ედვარდ ხელმაკრატელას პერსონაჟით © EPA/KIM LUDBROOK
იოჰანესბურგი, სამხრეთ აფრიკა, გოგონა ტიმ ბარტონის ედვარდ ხელმაკრატელას პერსონაჟით © EPA/KIM LUDBROOK

ვროცლავი, პოლონეთი © EPA/MACIEJ KULCZYNSKI POLAND OUT
ვროცლავი, პოლონეთი © EPA/MACIEJ KULCZYNSKI POLAND OUT

მასალების გადაბეჭდვის წესი