ახალი ამბები

ღარიბაშვილი: “მოსმენებზე” წვდომა არ უნდა ჰქონდეს სამ მობილურ კომპანიას

31 ოქტომბერი, 2014 • • 1053
ღარიბაშვილი:  “მოსმენებზე” წვდომა არ უნდა ჰქონდეს სამ მობილურ კომპანიას

ღარიბაშვილის განცხადებით, მექანიზმზე, თუ ვის უნდა ჰქონდეს ე.წ. გასაღები,  გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ რთულია:

 

“ვიცი ეს სფერო, წვდომა და ტექნიკური საშუალებები, ერთი ხელის მოსმით ეს რომ  ჰქონდეს მოსამართლეს და ოპერატორებს და ასე შემდეგ, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ამ ადამიანს შეიძლება აქვს თეორიული ცოდნა, მაგრამ პრაქტიკასთან როცა არ აქვს შეხება, საჭიროა მოუსმნიოს იმ ადამინს, ვისაც პრაქტიკასთან აქვს შეხება” –ეს კომენტარი ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია “იმედში,” გადაცემა “რეაქციაში” გააკეთა.   

 

“არ შეიძლება პრაქტიკის გარეშე თეორია დანერგო საქართველოში. თუ მხოლოდ თეორიის მიხედვით ვიმუშავებთ და ვიხელმძღვანელებთ, შეიძლება საქართველო დაანგრიოს ერთმა ადამიანმა. მე ამას არ დავუშვებ, შეიძლება შევეწინააღმდეგო ისეთი კანონის მიღებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და, მეორე მხრივ, დაასუსტებს სახელმწიფოს. მე დარწმიუნებული ვარ, რომ ჩვენი ხელისუფლება არ გააკეთებს ისეთ რამეს, რაც დაასუსეტბს ჩვენს სახელმწიფოს უსაფრთხოებას”– განაცხადა ღარიბაშვილმა.   

 

პრემიერ–მინისტრის განმარტებით, მოსმენებზე წვდომა  და ე.წ. გასაღები სამ მობილურ კომპანიას არ უნდა ჰქონდეს:

 

“მე ვიცი საფრთხეები და სპეცსამასახურების მუშაობის სპეციფიკა. არსებობს  ძალიან მარტივი საშუალებები, რომ მოხდეს შეღწევა. თუ მათ ექნებათ გასაღები ჩვენი მოქალაქეების ინფორმაციაზე და კომუნიკაციებზე, ეს რისკის შემცველია და არც ერთ სახელმწიფოში, ვერ დამისახელებენ მაგალითს, რომ უცხოური კომპანიები ფლობენ ამ გასაღებს. თუ სახელმწიფო ამ მექანიზმს გადასცემს უცხოურ კომპანიებს კონტროლის გარეშე, ეს არის პირდაპირი დანაშაული.”

 

ღარიბაშვილის განცხადებით, არ შეიძლება, რომ სახელმწიფო საიდუმლოებაზე წვდომის საშუალება გადავცეთ უცხო ქვეყნებს:


“უცხო ქვეყნები დაინტერესებული არიან რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღონ. მიმაჩნია, რომ ეს უნდა იყოს სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ, მაგრამ ამას უნდა დავუწესოთ გარე კონტროლის მექანიზმი. ეს შეიძლება იყოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი,  ამის შესახებ არის ცალკე თავი მიძღვნილი ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებაში. გვაქვს კონკრეტული ვალდებულებები, რომლებიც შევასრულეთ და რომლებიც უნდა შევასრულოთ. უნდა ვიმსჯელოთ მექანიზმზე. დღეს საქარველოში არის 250 მოსამართლე. საჭიროა ტექნიუკურად უზრუნველყოფა ამ ყველაფრის. ეს არის 24-საათიანი წვდომა.”  

 

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 2014. წლის 16 იანვარი. ფოტო:  EPA/ზურაბ ქურციკიძე
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 2014. წლის 16 იანვარი. ფოტო: EPA/ზურაბ ქურციკიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი