კომენტარი

ელისაშვილი: მიკერძოებული და სუბიექტური ჟურნალისტი ვიყავი ყოველთვის

31 ოქტომბერი, 2014 • • 1804
ელისაშვილი: მიკერძოებული და სუბიექტური ჟურნალისტი ვიყავი ყოველთვის

ვინ შემოგთავაზათ ეს სამსახური და როდის?

 

ბაია გადაბაძემ შემომთავაზა გუშინ.

 

მხოლოდ ერთი წამყვანი ეყოლება გადაცემას თქვენი სახით?

 

ნათია გამცემლიძე და მე ვიქნებით წამყვანები.


გარკვეულ ბარიერს არ გიქმნით ის ფაქტი, რომ  მოქმედი პოლიტიკოსი ბრძანდებით, თბილისის საკრებულოს წევრი ხართ და ამავდროულად გადაცემა უნდა წაიყვანოთ…

 

რა ბარიერს? მეც ვიფიქრე ამაზე, მაგრამ ვერ დავინახე ასეთი რამ. მე არც ერთი პარტიის წევრი არ ვარ, არც ერთი პარტიის წვრობას არ ვაპირებ და საკრებულოში ვინც გასაკრიტიკებელია, ყველას ვაკრიტიკებ.

 

ერთდროულად პოლიტიკოსის და ჟურნალისტის საქმიანობა კორელაციაში როგორ წარმოგიდგენიათ?

 

მე პოლიტიკაში კი ვარ, მაგრამ მე ვარ საყოფაცხოვრებო დონის პოლიტიკაში. მე დაკავებული ვარ კანალიზაციის მილების საკითხებით, ხეების დარგვით. ჩვენთან, რასაც პოლიტიკას ეძახიან, მე ის პოლიტკოსი არ ვარ: გლობალურ რაღაცებზე არ ვფიქრობ და არც ვდარდობ, დავდევ მშენებლობის ნებართვებს და ასე შემდეგ. თვითმმართველობა არის საყოფაცხოვრებო პრობლემების მომგვარებელი დაწესებულება. მე რითაც ვარ დაკავებული, ის არის საყოფაცხოვრებო, ქალაქის რაღაც პრობლემები.

 

დიახ, მაგრამ ეს საყოფაცხოვრებო საკითები, რაზეც თქვენ საუბრობთ, მოსახლეობისთვის, ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ როგორ მოახერხებთ, რომ იყოთ მიუკერძოებელი, როდესაც ეთერში დაჯდებით?

 

მე ყოველთვის მიკერძოებული ვიყავი…

 

თუნდაც თქვენი პოლიტიკური შეხედულებებიდან მიუკერძოებლობას ვგულისხმობ ეთერში…

 

ვისკენ უნდა ვიყო მიკერძოებული? ერთი კაცი ვარ. არც ერთი პარტიის წევრი არ ვარ. მე ადრე მიკერძოებული და სუბიექტური ჟურნალისტი ვიყავი ყოველთვის, მაგრამ როგორც რეალობას აღვიქმადი, სიმართლისადმი ვიყავი მიკერძოებული. დაახლოებით ასე ვარ საკრებულოში. თუ ოცნებაა გასაკრიტიკებელი – ვაკრიტიკებ, თუ ნაციონალური მოძრაობაა გასაკრიტიკებელი, იმასაც ვაკრიტიკებ და თუ შესაქებია ერთი ან მეორე, არც მაგას ვერიდები. ასეთ რაღაცას ვაკეთებ საკრებულოში და იგივეს გავაკეთებ [ტელევიზიაში]. მე რომ პარტიის წევრი ვიყო, კი, ბატონო, არანაირი უფლება არ მექნებოდა, მაგრამ ერთი ცალი პოლიტიკოსი ვარ.

 

ამ მოწვევის საკრებულოს შემდეგ თქვენ თავს პოლიტიკაში ვეღარ ხედავთ?

 

არ ვიცი, ვნახოთ. ჯერჯერობით ძალიან მომწონს ის, რასაც ვაკეთებ. თუ რომელიმე პარტიაში წასვლას დავაპირებ, რა თქმა უნდა, შემრცხვება ამ გადაწყვეტილების და მაესტროდან აუცილებლად წამოვალ. ახლა უხერხეულობას არ მიქმნის.

თვითონ ის ფაქტიც არ გიქმნით უხერხულობას, რაც ამ გადაცემას უკავშირდება? მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე დღის წინ გადაცემა ხმაურით დატოვეს მისმა წამყვანებმა. თქვენს ამ გადაწყვეტილებას ერთგვარი კრიტიკა მოჰყვა ფეისბუკში იგივე ამ გადაცემის ყოფილი წამყვანი თეონა გეგლიას მხრიდან, რომელმაც სამარცხვინოც გიწოდათ..

 

არ მინახავს [გეგელიას პოსტი]. როგორი ამბავია იცით, თავისი ნებით წამოვიდნენ ხომ მაესტროდან? ჩემი მეგობრები არიან დიანაც და თეონაც და ჩემი მეგობრები არიან ბაია [გადაბაძე] და დანარჩენი მენეჯმენტიც. ერთი მხარეც ჩემი მეგობარია და მეორე მხარეც. უხერხული რა… მეც წამოვედი “კავკასიიდან” და ჩემს ადგილას სხვამ დაიწყო მუშაობა. მე არაფერი მითქვამს, პირიქით, რაც შემეძლო ყველაფერი ავუხსენი ჩემი გადაცემის სპეციფიკაზე. მეც წამოსვულვარ არაერთი გადაცემიდან, რომელშიც შემდეგ სხვა მისულა. ეს ჩვეულერბივი ამბავია. რომ გაეგდოთ, ან რაღაც ექნათ… ძალიან უხერხული იქნებოდა და არც ვიკადრებდი, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ რამე უკადრებელი ვიკადრე.

 

სიმართლე რომ გითხრათ, ჩემთვის ფინანსურადაც ძალიან საინტერესოა [მაესტროს წინადადება], იმიტომ, რომ საკრებულოში ძალიან დაბალი ხელფასი მაქვს.

რამდენია თქვენი ხელფასი?

 

1120 ლარი, მასზე მეტს ბინის კრედიტში ვიხდი და ძალიან დიდ ჭაპანწყვეტაში ვიყავი და სხვა რამეზე ვფიქრობდი. მეორე არხი მთავაზობდა გადაცემის წაყვანას სოციალურ პრობლემებზე, მაგრამ ის საზოგადოებრივი მაუწყებელია და მისი კოდექსი ამის საშუალებას არ მაძლევდა. ეს კერძო ტელეკომპანიაა…

 

მაესტრომ რა ხელფასი შემოგთავაზათ, თუ საიდუმლო არ არის?

 

ამას ვერ გეტყვით.

ალეკო ელისაშვილი/ფოტო: რადიო თავისუფლება
ალეკო ელისაშვილი/ფოტო: რადიო თავისუფლება

მასალების გადაბეჭდვის წესი