ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში ჟურნალისტი დააკავეს

30 ოქტომბერი, 2014 • • 1139
აზერბაიჯანში ჟურნალისტი დააკავეს

როგორც კავკაზსკი უზელი წერს, პირველი განცხადება მისი დაკავების შესახებ თავად ჟურნალისტმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მაშინ გააკეთა, როდესაც ის პოლიციას განყოფილებაში მიჰყავდათ, თუმცა, დაკავების მიზეზებზე მას არ დაუწერია.

 

ჟურნალისტის თანამშრომლების ინფორმაციითვე, ქალაქის პოლიციის განყოფილებებში გარაევის დაკავების ფაქტს არ ადასტურებენ. შესაბამისად, მათი განცხდებით, ამ საქმეში ადვოკატების ჩართვა იგეგმება. 

 

გაზეთის რედაქტორის განცხადებით, ჟურნალისტის დაკავება შესაძლოა, მის პროფესიულ საქმიანობასთან იყოს კავშირში. 

 

ჟურნალისტმა, ხადიჯა ისმაილოვამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გარაევი “პოლიციური რეჟიმის კიდევ ერთ მსხვერპლად” დაასახელა. მისივე თქმით, ჟურნალისტის დაკავებამდე ერთი კვირით ადრე გამოცემამ, სადაც ის მუშაობს დაიწყო გადაცემა “აზერბაჯანული საათის” თანამგზავრით ტრანსლირება. გადაცემის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მიმართულება აზერბაიჯანში ადამიანის უფლებათა საკითხების გაშუქებაა. 

 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

მასალების გადაბეჭდვის წესი