ეკონომიკა

DHL–ის და TNT–ის გამაფრთხილებელი გაფიცვა ეკონომიკის სამინისტროს წინააღმდეგ

30 ოქტომბერი, 2014 • • 2100
DHL–ის და TNT–ის გამაფრთხილებელი გაფიცვა ეკონომიკის სამინისტროს წინააღმდეგ

გადამზიდავი კომპანიები აცხდებენ, რომ ეკონომიკის სამინისტრო კანონპროექტით “ფოსტის შესახებ” ევროკავშთან ასოცირების ხელშეკრულებას და ევროკომისიის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება. 

 

TNT–ის ხელძღვანელის ნინო მენთეშაშვილის ინფორმაციით, 30 ოქტომბერს მიმდინარეობს გამაფრთხილებელი გაფიცვა და გადამზიდავი კომპანიების მენეჯერები იმედოვნებენ, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ევროკომისიის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს და კანონპროექტში “ფოსტის შესახებ” შესაბამისი ცვლილებები შევა:

 

“კომპნიების სათაო ოფისებმა ჩართეს ჩვენს მხარდასაჭერად ლობისტური კომპანია, რომელიც ევროპაში ყველა გადამზიდავების უფლებებს იცავს. ეს არის ექსპრესგადამზიდავთა ასოციაცია.  ამ ორგანიზაციამ ჩვენი კომპანიების თხოვნის საფუძველზე მიმართა ევროკომისიას და მოიპოვა პირველადი დოკუმენტაცია, რასაც ევროკომისია მალავს დღემდე, სადაც მითითებული იყო, რომ შეთანხმება შედგა ეკონომიკის სამინისტროსა და ევროკომისას შორის, სადაც უწყებამ აღიარა, რომ ხელშეკრულება ეწინააღმდეგება ევროკავირთან ასოცირების ხელშეკრილებას. ჩვენ ამოვიღებთ იმ ნაწილს, რომ ეს კანონპროექტი ეხება ექსპრეს–კურიერულ გადზიდვებს.”


ნონო მენთეშაშვილის ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტროს ამ პირობის შესახებ მან დეტალური წერილი “ექსპრესგადამზიდავთა ასოციაციისგან” მიიღო: 


“ამის შემდეგ ეკონიმიკის სამინისტრომ გადაამუშავა ეს კანონპროექტი და ეს შეთანხმება არ გაითვალიწინა. შესაბამისდ, ჩვენ ვაცნობეთ ჩვენი კომპანიის სათაო ოფისს, რომ გაფიცვა მოხდება საქართველოში. ისინი მხას გვიჭეერნ და ლობისტური კომპანია ევროკომისაში დაიცავს ჩვენს უფლებებს. მე შეთნხმებულად ვმოქმედებ ევროსაბჭოსთან. მათ მიყავთ მოლაპარაკებები ეკონომიკის სამინისტროსთან. ჩვენი გაფიცვა ემსახურებას იმას, რომ ევროკომოასიამ მიიღო გადაწყვეტოლება, ქართული მხარე დათანხმდა, თუმცა ვალდებულება არ შეასრულა.” 


ეკონომიკის სამინისტროში ამ საკითხზ კომენტარს არ აკეთებენ. 

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტი “საფოსტო კავშირის შესახებ“, რომელიც საფოსტო კავშირის სფეროში საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლების ახლებურად მოწესრიგებას, კერძოდ, ბაზრის ამ სეგმენტზე სახელმწიფო რეგულირების შემოღებას ითვალისწინებს.

 

“საერთაშორისო განჭვირვალობა საქართველოს” მთაავარი ანალიტიკოსის ნათია  კუტივაძის განცხადებით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” კანონპროექტი „საფოსტო კავშირის შესახებ“ დეტალურად შეისწავლა და დაასკვნა, რომ  ახალი კანონპროექტი  „საქართველოს ფოსტის“ მიერ ბაზრის მონოპოლიას უზრუნველყოფს:

 

კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ მას შემდეგ, რაც კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია საფოსტო კავშირის სფეროში საქმიანობის მსურველი პირის ავტორიზაციას მოახდენს, სამინისტროს გადაწყვეტილებით, მხოლოდ ერთ ავტორიზებულ პირს მიენიჭება საფოსტო კავშირის ეროვნული (დანიშნული) ოპერატორის სტატუსი (მუხლი 38.2).  კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს (მუხლი 54.2), რომ სწორედ „საქართველოს ფოსტას“ უნდა მიენიჭოს ეროვნული (დანიშნული) ოპერატორის სტატუსი. აღნიშნული სტატუსის მინიჭება 20 წლის ვადით ხდება(მუხლი 44.1), ამ პრაქტიკის მსგავსი ანალოგი კი საერთაშორისო პრაქტიკაში არ იძებნება.  აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ სამინისტრო ან უგრძელებს ამ სტატუსს არსებულ ოპერატორს, ან ახალ ოპერატორს შეარჩევს.

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შეფასებით,  საყურადღებოა ის გარემოება, რომ ეროვნულ (დანიშნულ) ოპერატორს სხვა საქმიანობაც არ ეზღუდება (მუხლი 24.10) და გათვალისწინებულია მომსახურების სხვა სახეობების ნუსხის სამინისტროს აქტით დამტკიცება (მუხლი 22).

 

საერთასორისო გადამზიდავები კანონპროექტს “ფოსტის შესახებ” 5 თვეა აპროტესტებენ. 

გადამზიდავები
გადამზიდავები

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი