ახალი ამბები

უკრაინის შსს: ბათუმელი, ქუთაისელი და სოხუმელი “კანონიერი ქურდები” დავაკავეთ [ფოტო]

30 ოქტომბერი, 2014 • • 4244
უკრაინის შსს: ბათუმელი, ქუთაისელი და სოხუმელი “კანონიერი ქურდები” დავაკავეთ [ფოტო]

“რესტორანში კანონიერი ქურდების ვახშამი პოლიციის ესკორტმა დაასრულა. ოპერატიულმა მუშაკებმა შეწყვიტეს “ქურდული სხოდკა”, როემლიც კიევის ცენტრში, ერთ-ერთ რესტორანში იმართებოდა. ეს “სხდოდკა” მერაბ ჯანგველაძის კლანის მიერ იყო ორგანიზებული, მათ შორის დაკავებულია 38 წლის ქუთაისელი “კანონიერი ქურდი”, ზედმეტსახელად “ვატია”, ასევე 33 წლის “კანონიერი ქურდი” ზედმეტსახელად “ლავასოღლი ბათუმსკი”, რომელიც ბოლო 1,5 წლის განმავლობაში მილიციამ უკრაინის ტერიტორიაზე უკვე ოთხჯერ დააკავა, გარდა ამისა, “სხოდკაში” მონაწილეობდა “სოხუმის კლანის” 43 წლის წარმომადგენელი “გუგა”, – წერს ავაკოვი.

 

ავაკოვის განცხადებით, დაკავებულები უკრაინაში არსებული არასტაბილური სიტუაციის გამოყენებას და გავლენის სფეროების გადანაწილებას აპირებდნენ, მათ შორის საუბარია მათ ინტერესზე ენერგეტიკის და სატრანსპორტო სფეროებში.

 

უკრაინის შს მინისტრის თქმით, დაკავებულების დეპორტაცია განხორციელდება.


კანონიერი ქურდების დაკავება კიევში - 30.10.14/არსენ ავაკოვის ფოტო
კანონიერი ქურდების დაკავება კიევში – 30.10.14/არსენ ავაკოვის ფოტო



 

მასალების გადაბეჭდვის წესი