ახალი ამბები

სახალხო დამცველი განათლების სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს

29 ოქტომბერი, 2014 • • 1106
სახალხო დამცველი განათლების სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს

“საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ფსიქოლოგიური ცენტრი, რომელიც ფსიქოლოგიურ მომსახურებას უწევს 6–დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებს, აღნიშნული მომსახურების განხორციელებას ვიდეოკამერით აღჭურვილ ოთახში გეგმავს, რაც არასრულწლოვანთან ფსიქოლოგის შეხვედრების ვიდეოფირზე გადაღების, შენახვისა და მიღებული ინფორმაციის შემდგომი დამუშავების საფუძველი გახდება”,- ნათქვამია განცხადებაში.

 

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის მიერ მოსწავლეებთან განსახორციელებელი სამუშაო პროცესის აუდიო–ვიდეოჩაწერა წარმოადგენს არასრულწლოვანის პირადი სივრცით დაცულ სფეროში არამართლზომიერ და დაუსაბუთებელ ჩარევას, რაც ქმნის სახელმწიფოს მიმართ მოქმედი ნეგატიური ვალდებულების დარღვევის საფრთხეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი