ახალი ამბები

დიმიტრი ხუნდაძე აფხაზ ხალხს ქართულ-აფხაზური გენოფონდის გადარჩენას თავაზობს

29 ოქტომბერი, 2014 • • 1402
დიმიტრი ხუნდაძე აფხაზ ხალხს ქართულ-აფხაზური გენოფონდის გადარჩენას თავაზობს

“ჩვენ გვქონდა ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური წინასაახალწლო  შეხვედრები გორში და ზუგდიდში. ჩვენთან შესახვედრად ცხინვალიდან და სოხუმიდან  ჩამოვიდნენ აფხაზები და ოსები. ვსაუბრობდით ყველაზე დიდ ეროვნულ პრობლემაზე – საქართველოს  გენოფონდის გადარჩენაზე. იცით, რომ დღეს უმძიმესი დემოგრაფიული პრობლემები  გვაქვს. საბედნიეროდ, ბოლო დროს გატარებული ღონისძიებების შედეგად, ეს  მდგომარეობა სასიკეთოდ იცვლება. დემოგრაფიული პრობლემები ოს ერს ნაკლებად ეხება, მაგრამ ეს პრობლემები მძვინვარებს აფხაზეთში. 2002 წლის საქართველოში ჩატარდა საყოველთაო აღწერა, რის მიხედვითაც ეთნიკური  ქართველების პროცენტული შემადგენლობა მთელს ქვეყანაში 83 %-ია. ამ ვითარებაშიც  კი 2050 წლისთვის ქართულ გენოფონდს დემოგრაფიული კატასტროფა ემუქრება. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაშია აფხაზი ერის გენოფონდი, როდესაც 2003  წელს აფხაზეთში ჩატარებული საყოველთაო აღწერის შედეგად დადგინდა, რომ  ეთნიკური აფხაზების პროცენტული შემადგენლობა მხოლოდ 44%-ია. მოგვიანებით ეს მაჩვენებელი ცოტათი გაიზარდა, თუმცა, საერთაშორისო ექსპერტების ცნობით,  დემოგრაფიული მდგომარეობა აფხაზეთში უკიდურესად მძიმეა”

 

დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა აფხაზ ხალხს და განაცხადა, რომ ყველა ის ინიციატივა, რაც საქართველოში დემოგრაფიული  მდგომარეობის გამოსასწორებლად ტარდება, მათთან ერთად განხორციელდეს.

 

“დღეს ჩვენ ორივეს, ქართველებსა და აფხაზებს, ერთი საერთო პრობლემა გვაქვს –  ნადგურდება ქართულ-აფხაზური გენოფონდი. ჩვენ დავიწყეთ ზრუნვა ამ პრობლემების  მოსაგვარებლად და 2 წელიწადში უკვე გვაქვს შედეგი.  გვსურს, ყველა ის ინიციატივა, რაც ხორციელდება საქართველოში დემოგრაფიული  მდგომარეობის გამოსასწორებლად, განხორციელდეს თქვენთვისაც, თუკი ეს თქვენი  სურვილი იქნება. ამით გვსურს გადავარჩინოთ როგორც ქართული, ასევე აფხაზური  გენოფონდი. ჩვენ ერთმანეთის ძალიან ვჭირდებით. მჯერა, რომ ეს 25 წელი ნამდვილად იყო როგორც აფხაზი, ასევე ქართველი ხალხის  თვითგამორკვევის პერიოდი. სწორად უნდა გავაანალიზოთ ჩვენი შეცდომები, რომელიც მხოლოდ სხვა, მესამე ძალის პოლიტიკას ემსახურება და მივიღოთ გადაწყვეტილება.  ქართველი და აფხაზი ხალხის დემოგრაფიული პრობლემები სწორედ აფხაზეთის ომის შედეგად დაიწყო. ქართული-აფხაზური გენოფონდის გადარჩენა – ეს არის ჩვენი შემოთავაზება”

 

საქართველოში უკვე არსებობს მთავრობის მიერ მხრდაჭერილი  “დემოგრაფიული აღორძინების ფონდი”, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე  ლევან ვასაძეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი