ახალი ამბები

W T F ! ! ! – სააკაშვილი “ბიზნესის კეთების” რეიტინგში საქართველოს პოზიციას ეხმიანება

29 ოქტომბერი, 2014 • • 1064
W T F ! ! !  – სააკაშვილი “ბიზნესის კეთების” რეიტინგში საქართველოს პოზიციას ეხმიანება

” W T F ! ! ! ჩემი პრეზიენტობის 9 წლის განმავლობაში საქართველო მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ ბიზნესის სიიოლის რეიტინგში 127-ე ადგილიდან მე-8 ადგილზე დაწინაურდა. არც ერთ ქვეყანას არ განუცდია მსგავსი პროგრესი ასეთ მოკლე დროში და ამიტომ საქართველო მსოფლიო ბანკის მიერ აღიარებულ იყო როგორც ნომერ 1 რეფორმატორი მსოფლიოს 200 ქვეყანას შორის. მე ვამაყობდი ამ შედეგით, რომელმაც საქართველოს მოუტანა ბევრი ინვესტიცია და გააჩინა უფრო მეტის პერსპექტივა მომავლისთვის. საოცრად დამწყდა გული, როდესაც დღეს გამოქვეყნებულ წლევანდელ რეიტინგში საქართველოს პოზიციები თითქმის ორჯერ გაუარესდა, მე-8-დან მე-15 ადგილზე გადაინაცვლა. ამ რეიტინგის მიხედვით, არც ერთი ქვეყნის პოზიციები ასე არ გაუმჯობესებულა ბოლო 9 წელიწადში, როგორც საქართველოსი. ასე არც ერთი ქვეყნის პოზიციები არ გაუარესებულა, როგორც საქართველოსი ჩემი პრეზიდენობის ვადის გასვლიდან 1 წელიწადში. დაღმასვლა გვაქვს მსოფლიო კორუფციის Transparency International რეიტინგშიც, თუმცა ადრე ყოველ წელს ვიუმჯობესებდით მდგომარეობას. ეს არის პირდაპირი შედეგი წინა მთავრობის ჯინაზე გადადგმული გააზრებული თუ გაუაზრებელი ნაბიჯების. მეტიც, შარშან დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ივანიშვილმა განაცხადა, რომ მსოფლიო ბანკის რეიტინგები იყო “სააკაშვილის სიცრუის შედეგი” და მისივე თქმით, რუსების დიდი აპლოდისმენტები დაიმსახურა. წელს საქართველოს მთავრობა ხელახლა წარსდგება დავოსში უკვე რეალურად მკვეთრად გაუარესებული მაჩვენებლით. სამწუხაროდ, ამ ყველაფრის ფასის გადახდა მოუწევს ქართველ ხალხს, რადგან ასეთ რეიტინგებში უკან დახევა გარდაუვლად კიდევ უფრო გააუარესებს ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობას და მოგვისპობს პერსპექტივას. საჭიროა დაუყოვნებლივ მოქმედება შემდგომი მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლად”.- ნათქვამია  მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

მსოფლიო ბანკი ახალი კვლევის თანახმად, საქართველოს ბიზნესის წარმოების სიმარტივის მხრივ  ევროპისა და ცეტრალური აზიის რეგიონში ყველაზე მაღალი ადგილი უჭირავს. ქვეყანა მე-15 ადგილზეა 189 ქვეყნიდან.

 

კვლევის თანახმად, 2015 წლის პროგნოზით, საქართველოს ბიზნესის წარმოების სიმარტივის კატეგორიაში მე-15 ადგილი ხვდა წილად.  2014 წელს კი ქვეყანას მე-14 ადგილი ეკავა.

 

კვლევის თანახმად, საქართველომ 2005 წლის შემდეგ რეგიონში ყველაზე მეტი რეფორმა (36) განახორციელა, რაც რუანდას შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელია მსოფლიოს მასშტაბით. 

 

“2015 წლის ბიზნესის წარმოების კვლევაში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ცვლილება არ დაფიქსირებულა 2014 წლის იმავე ანგარიშთან შედარებით”,- წერია კვლევაში.

 

„ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონი ბიზნესის მარეგულირებელი გარემოს რეფორმების ტემპის კუთხით მსოფლიოს მასშტაბით სტაბილურად ლიდერია “,- განაცხადა ბიზნესის წარმოების კვლევის წამყვანმა ავტორმა, მსოფლიო ბანკის ჯგუფის წარმომადგენელმა რიტა რამალომ.

 

2013 წლის მაჩვნებლით, საქართველოს მე-7 პოზიცია ეკავა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი