ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი: “ქართული ოცნება” სულ უფრო მეტად გარდაიქმნება “ქართულ უტოპიად”

29 ოქტომბერი, 2014 • • 1185
ცხინვალი: “ქართული ოცნება” სულ უფრო მეტად გარდაიქმნება “ქართულ უტოპიად”

“ქართული ოცნება” სულ უფრო მეტად გარდაიქმნება “ქართულ უტოპიად.” სამწუხაროდ, ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის შემდეგ მოვიდნენ ხელისუფლებაში, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხების გადაწყვეტისას არაფრით განსხავდებიან მათი წინამორბედებისგან. ჩვენთვის ეს განსაკუთრებული ახალი ამბავი არ ყოფილა. მშვენივრად გვესმის, რომ საქართველოს პოლიტიკური ელიტა რეალობიდან მოწყვეტილია და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხებში ნაციონალისტური პოზიციები უკავია, – განაცხადა ცხინვალის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. 

 

მისი თქმით, რთული წარმოსადგენია, რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო დიდი მოწყვეტა რეალობიდან, ვიდრე აფხაზებისა და ოსებითვის ავტონომიის შეთავაზება.

 

“არ ვიცი, როგორაა საქართველოს და ქართველების საკითხი, მაგრამ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ძალიან კარგად ცხოვრობენ საქართველოს გარეშე და, რასაკვირველია, არც ერთ ვარიანტში შეიძლება იყოს საუბარი ერთიან სახელმწიფოზე, არც დღეს და არც მომავალში.” 

 

ის ამბობს, რომ საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი თანაცხოვრების ერთადერთი ვარიანტი – თანასწორი სახელმწიფოების ურთიერთობების ჩამოყალიბებაა.

 

“ჩვენ არ გვინდა განვვითარდეთ თქვენს გარეშე. თქვენ იყავით ავტონომიური რესპუბლიკა და ჩვენ გთავაზობთ იგივეს, რომ გქონდეთ ავტონომია, მაგრამ ერთიანი ძლიერი საქართველოს ფარგლებში და ვიცხოვროთ მშვიდად”, – ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა 27 ოქტომბერს აფხაზებს და განაცხადა, რომ მათი მხრიდან დამოუკიდებლობის მოთხოვნა უტოპიური გეგმაა. 


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის 27 ოქტომბრის განცადებაზე ოფიციალური კომენტარი აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურმა განყოფილებამაც გააკეთა და ამ შემოთავაზებას არაადეკვატური უწოდა. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი