ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმში ღარიბაშვილის კომენტარს “ავტონომიის შეთავაზებაზე” არაადეკვატურს უწოდებენ

29 ოქტომბერი, 2014 • • 1086
სოხუმში ღარიბაშვილის კომენტარს “ავტონომიის შეთავაზებაზე” არაადეკვატურს უწოდებენ

“2014 წლის 27 ოქტომბერს ბატონი ღარიბაშვილის გაჟღერებული წინადადება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიის შენარჩუნებაზე “ძლიერი და ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში,” ამჯერადაც ამტკიცებს რეგიონში რეალური ვითარების იგნორირებასა და არსებული რეალობის აღქმის არაადეკვატურობას,”- აცხადებს ოფიციალური სოხუმი.

 

აფხაზეთის საგარეო უწყება საქართველოს სახელმწიფო მოღვაწეებს ეშმაკური ტაქტიკის გამოყენების დემონსტრირების სწრაფვაში ადანაშაულებს, რომელიც უწყების განმარტებით “საქართველოს დასავლელი პარტიორთა წრისთვის არის გათვლილი, მათთვის, ვისთვისაც ოფიციალური თბილისის ნებისმიერი განცხადება მაშინვე ბიბლიური მცნებების ტოლფასი ხდება.”

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცახდებით, “ქართველი პოლიტიკოსების “სამშვიდობო” პოლიტიკას საბედნიეროდ კარგად იცნობენ.”

 

“აფხაზეთი მყარად დადგა დამოუკიდებელად განვითარების გზაზე და გააგრძელებს ამ ხაზს საქართველოს ხელისუფლების “ძმური და მეგობრული წინადადებების” თავს მოხვევის გარეშე.” 

 

“ჩვენ არ გვინდა განვვითარდეთ თქვენს გარეშე. თქვენ იყავით ავტონომიური რესპუბლიკა და ჩვენ გთავაზობთ იგივეს, რომ გქონდეთ ავტონომია, მაგრამ ერთიანი ძლიერი საქართველოს ფარგლებში და ვიცხოვროთ მშვიდად”, – ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა 27 ოქტომბერს აფხაზებს და განაცხადა, რომ მათი მხრიდან დამოუკიდებლობის მოთხოვნა უტოპიური გეგმაა. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი