ახალი ამბები

ღარიბაშვილი: საქართველოს ექსპორტის მოცულობა 12.4%–ით გაიზრდება

29 ოქტომბერი, 2014 • 848
ღარიბაშვილი: საქართველოს ექსპორტის მოცულობა 12.4%–ით გაიზრდება

“წინასწარი პროგნოზით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი  სავაჭრო ზონა გაზრდის საქართველოს ექსპორტის მოცულობას 12.4%-ით, ხოლო იმპორტს – 7.5%-ით, რაც, ამავე დროს, ნიშნავს სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას,“– განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

პრემიერ–მინისტრის თქმით, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებთ 2014 წლის 6 თვეში საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა 15%-ით გაიზარდა.

 

“ამასთან, დაფიქსირდა ექსპორტის (41%) და იმპორტის (9%) არნახული ზრდა 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით, და ეს მაშინ, როდესაც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა ჯერ კიდევ არ ამოქმედებულა. ჩვენ მოუთმენლად ველით იმ დროს, როცა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა აამოქმედებს ამ ვაჭრობის სრულ პოტენციალს,”– თქვა ღარიბაშვილმა დღეს თბილისში გამართულ საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე გამოსვლისას.

 

პრემიერმა ფორუმზე  განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო ვაჭრობა განუხრელად იზრდება:

 

“2014 წლის პირველ ნახევარში საგარეო ვაჭრობა გაიზარდა 16%-ით გასულ წელთან შედარებით და 5.44 მილიარდი დოლარი შეადგინა.”

 

გარდა ამისა, მისი თქმით, გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელიც:

 

“ამა წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდა 6,1%-ით. მოსალოდნელია, რომ 2014 წელს ეკონომიკური ზრდის საერთო მაჩვენებელი 5%-ს გადააჭარბებს,”– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი