ახალი ამბები

პრეზიდენტი აფხაზებს სახელმწიფო მოწყობის ევროპულ მოდელზე მსჯელობას სთავაზობს

28 ოქტომბერი, 2014 • • 939
პრეზიდენტი აფხაზებს სახელმწიფო მოწყობის ევროპულ მოდელზე მსჯელობას სთავაზობს

“[ჩვენი] სათქმელი მდგომარეობს იმაში, რომ რეალურად აფხაზების წინაშე დგება ეგზისტენციალური რიგის კითხვა: საქართველო არის ის ქვეყანა, რომლის ფარგლებშიც მათ აქვთ პერსპექტივა, ევროპული მომავალი, დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის საშუალება, იდენტობის გამოკვეთის შესაძლებლობა, ხოლო თუ ისინი საქართველოს შემადგენლობაში არ იქნებიან, ჩვენ შეგვიძლია მოვილაპარკაოთ დეტალებზე- როგორ, რანაირად, რამდენ ხანში. მაგრამ ფაქტი არის ერთი, ამ ეთნოსების საქართველოს გარეშე ყოფნის პერსპექტივა ძალიან დიდი კითხვის ქვეშ არის. ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან ბევრი პრობლემა გადაიტანა, ყველა მხარეს ძალიან ბევრი შეცდომა იყო, ამავე დროს, ჩვენ ვართ ის სახელმწიფო, სადაც აფხაზებსაც, ოსებსაც აქვთ მომავალი, როგორც ეთნოსებს, როგორც ერებს. მაგარამ, ამავე დროს, ჩვენ შეგვიძლია დეტალურად ვილაპარკაოთ იმის შესახებ, სახელმწიფოებრივი მოწყობის რა პერსპექტივაზე შეგვიძლია შევთანხმდეთ, მაგრამ ამოსავალი უნდა იყოს ერთი: ქართველებს გვინდა და გვჯერა ერთიანი ევროპული, დემოკრატიული, თანამედროვე სახელმწიფოს მშნებლობის, სადაც აფხაზებიც და ოსებიც ევროპაში ვიზის გარეშე ივლიან, სადაც ერთიან ევროპული ხარისხის დემოკრატიას ავაშენებთ. ეს არის ერთი არჩევანი და, ბუნებრივია, დეტალები დასამუშავებელია, ძალიან ბევრი წინადადება შეიძლება იყოს, ამაზე ლაპარაკის სურვილი უნდა გაჩნდეს. ჩვენ არ ვართ არც აფხაზების და არც ოსების მტრები”, – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ჯერჯერობით სახელმწიფო მოწყობის კონკრეტულ მოდელებზე ვერ ისაუბრებს: 

 

“ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქვეყნის მომავალი უფრო ევროპული მოწყობის მიმართულებით წავიყვანოთ. ევროპაში ქვეყნები ბევრი პრინციპითაა მოწყობილი, მაგრამ ერთია განსაზღვრული, არც ერთი ერი და ეთნოსი არ ქრება რუკიდან, მათ ყველას აქვთ პერსპექტივა და მომავალი. იგივეს ვთავაზობთ აფხაზებს. თუმცა, შესაძლოა, დღეს პირდაპირ ეთერში საუბარი სახელმწიფოებრიობის მოწყობის დეტალებზე არააედკვატური იყოს. მომავალს ვთვაზობთ”, – აღნიშნა მარგველაშვილმა.


გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი


 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 27 ოქტომბერს, ორწლიანი მუშაობის წარდგენისნას აფზახების და ოსების მისამართით განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დამოუკიდებლობის მოთხოვნა განუხორციელებელი გეგმაა.

 

 

 

“თქვენ გაქვთ ნდობის პრობლემა, მაგრამ შეხედეთ ჩვენს პოლიტიკას, ჩვენს მიდგომას, ჩვენს რიტორიკას და ჩვენს საქმეს. ჩვენ არ გვინდა განვვითარდეთ თქვენს გარეშე. თქვენ იყავით ავტონომიური რესპუბლიკა და ჩვენ გთავაზობთ იგივეს, რომ გქონდეთ ავტონომია, მაგრამ ერთიანი ძლიერი საქართველოს ფარგლებში და ვიცხოვროთ მშვიდად”, – ამბობს ღარიბავილი.


მასალების გადაბეჭდვის წესი