ახალი ამბები

პრემირისა და პრეზიდენტის ერთობლივი კომენტარი უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ [Video]

28 ოქტომბერი, 2014 • • 1329
პრემირისა და პრეზიდენტის ერთობლივი კომენტარი  უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ [Video]


“ბუნებრივია, ჩვენ შევხვდით ძალიან მტკივნეულ და ურთულეს თემაზე, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ჩვენს მოქალაქეებს, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალში ცხოვრობენ. ბუნებრივია, განხილვის თემა იყო ის, თუ როგორ ვუპასუხოთ ურთულეს ვითარებას, რომელიც შექმნილია [რუსეთის მიერ] აფხაზეთთან დასადებ ხელშეკრულებასთან მიმართებაში. ჩვენ გავაანალიზეთ ვითარება, განვიხილეთ მიმდინარე ქმედებები და ის ნაბიჯები, რასაც ჩვენ კოორდინირებულად გადავდგამთ, მთავრობა პრეზიდენტი და პარლამენტი”, – განაცხადა პრეზიდენტმა.


პრემიერის თქმით კი, დღევანდელმა სხდომა კარგ სამუშაო გარემოში ჩატარდა:

 

“მეც ვუერთდები ბატონ პრეზიდენტს. მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი სუაბარი გამოგვივივდა, კარგი მსჯელობა გვქონდა. ვისაუბრეთ და შევთანხმდით კოორდინირებულ მუშაობაზე. ჩვენ დღეს გამოვაჩინეთ, რომ ერთად მუშაობა შეგვიძლია. არ არსებობს ჩვენს შორის საკითხი, რომელზეც ვერ ვთანხმდებით. ეს არის საკითხები, რომელზეც პრემიერი, პრეზიდენტიც და პარლამენტიც ვართ ერთსულოვნები”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი