“ბრძანებულებაში, რომელიც ჩვენ მივიღეთ, წერია, რომ სამუშაო ძალების შემცირება ეკონომიის მიზნით ხდება”, – გვითხრა შამუგიამ.
აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელი სოსო სტურუა აცხადებს, რომ ტელევიზია ახალ სამუშაო რეჟიმზე გადადის: საზოგადოებრივ მაუწყებელთან გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც თბილისიდან მასალებს სწორედ პირველი არხი მიაწვდის.
“ეს წესი ევროპის საზოგადოებრივი მაუწყებლის კავშირის წარმომადგენლებმა გვირჩიეს. ისინი გვსტუმრობდნენ აგვისტოში”, – ამბობს სტურუა.
კითვას, ხომ არ იგეგმება თბილისში დასაქმებული 6 თანამშრომლის აჭარაში გადაყვანა სამუშაოდ, იგი პასუხობს, რომ არა. მისივე თქმით, თბილისის ბიუროში დასაქმებულ თანამშრომლებს კონტრაქტით 2 თვე აქვთ დარჩენილი, რის სანაცვლოდ კომპენსაციებსაც კანონით გათვალისწინებული წესით მიიღებენ.