ახალი ამბები

ღარიბაშვილმა უკრაინელებს საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება მოულოცა

27 ოქტომბერი, 2014 • • 1066
ღარიბაშვილმა უკრაინელებს საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება მოულოცა

ღარიბაშვილის თქმით, საპალამენტო არჩევნებზე მოსახლეობის მაღალმა აქტივობამ, არჩევნების დემოკრატიულმა და გამჭვირვალე პროცესმა დააფიქსირა უკრაინის დემოკრატიულად განვითარების ურყევი ნება. 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მწუხარება გამოთქვა, რომ ყირიმში, დონეცკსა და ლუგანსკში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს არ მიეცა საშუალება გაეკეთებინა არჩევანი და ამით საკუთარი წვლილი შეეტანა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

 

“მიუხედავად ამისა და ქვეყანაში არსებული რთული ვითარებისა, უკრაინამ მოახერხა ამ არჩევნების ღირსეულად ჩატარება”, – აცხადებს პრემიერი.

 

ღარიბაშვილმა მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინის რადასა და მთავრობას  და იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, ძლიერი და დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ხალხის ერთობლივი ძალისხმევით, უკრაინა მოახერხებს ევროპულ ოჯახში საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით თავის დამკვიდრებას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი